ალერგიულმა ხალხმა იცის, თუ რამდენად რთულია ამ მდგომარეობით ცხოვრება. Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ 8 რეცეპტს, რომელთა დახმარებით სხვადასხვა სახის დაავადებებს გაუმკლავდებით და თავისუფლად იცხოვრებთ.
საკვებზე, მტვერზე, მედიკამენტებსა და სხვა გამაღაზიანებლებზე ალერგია წითელი ძახველის ერთწლიანი ყლორტებით იკურნება. ამისთვის 1 ს/კ წვრილად დაჭრილ ყლორტებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 15 წუთით წყლის ორთქლზე აადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3–ჯერ ან ½ ჭიქა დღეში 2–ჯერ დალიეთ. მკურნალობა 2–3 დღე გრძელდება. ამ დროში ალერგია გაქრება.
ამბროზიას მტვერზე ალერგიის მკურნალობა კიდევ უფრო მარტივია. აყვავებული მცენარე ყვავილებთან, ფოთლებთან და ღეროებთან ერთად მოჭერით. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და 15 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3–ჯერ ან ½ ჭიქა დღეში 2–ჯერ დალიეთ. 3-4 დღეში ალერგია გაქრება.
ორგანიზმიდან ყველა ალერგენის მოშორებას მტკნარი წყლით შეძლებთ. ონკანის წყალი 1–3 ლიტრიან ემალის ქვაბში ჩაასხით, თავსახური არ დაახუროთ და 7 საათით საყინულეში შეინახეთ. ვადის გასვლის შემდეგ ქვაბი გამოიღეთ, ზემოთ მოდებული ყინული გადააგდეთ, ხოლო დარჩენილი წყალი სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. ეს წყალი კვლავ საყინულეში შეინახეთ, ახლა 22 საათით. ის თავიდან ბოლომდე გაიყინება. 22 საათში საყინულიდან გამოიღეთ და მაგიდაზე დადეთ. დაე, ოთახის ტემპერატურაზე 3,5 საათით გალღვეს. არ გააცხელოთ! მტკნარი წყალი გემრიელი და სასარგებლოა. მისი მიღება ნებისმიერი ალერგიის დროს დაგეხმარებათ.
ჩემი შვილიშვილი ახლა 27 წლისაა. როცა 4 წლის იყო, კინაღამ ალერგიის გამო დაიღუპა ექიმების გამო, რომლებიც პლევრიტის სამკურნალოდ ბევრ ანტიობიოტიკს უნიშნავდნენ. ბიჭს უკვე ჭამა არ შეეძლო, რადგან თითქმის ყველა პროდუქტზე ალერგია განუვითარდა. აი, ჩემმა დისშვილმა, განათლებით ექიმმა, შვილიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ გაიგო, სასწრაფოდ გვესტუმრა და თან ეს რეცეპტი მოგვიტანა. მტკნარი წყლით 2 თვიანი მკურნალობით ალერგია გაქრა და მეტჯერ აღარ შეუწუხებია.
ბევრი სახის ალერგიის სამუდამოდ მოშორებას შეძლებთ შემდეგი მკურნალობის მეთოდით:
40 გრ ასისთავა, 40 გრ ასკილის ნაყოფი, 30 გრ კრაზანა, 25 გრ ბაბუაწვერას ფესვი, 25 გრ შვიტა, 15 გრ სალბი და 10 გრ სიმინდის ფუჩეჩი აურიეთ. 4 ს/კ ნარევს 0,5 ლ წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ, შემდეგ ადუღებამდე შეათბეთ, მაგრამ არ ააადუღოთ, 4 საათით შეფუთეთ, შემდეგ გადაწურეთ და 25 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ნაყენი 6 თვის განმავლობაში მიიღეთ, ყოველთვის ახალი მოამზადეთ. ამასთან 1 თვის განმავლობაში ნიკაპზე, ხელსა და ფეხზე შეიძლება ქავილი იგრძნოთ. ამის მიუხედავად მკურნალობა გააგრძელეთ. ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია.
ალერგია უკან დაიხევს, თუ თითო ჩაის კოვზ ხეჭრელის ქერქს, ჭინჭრის ფოთლებს, ფარსმანდუკს და ორკბილას ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალს დაასხამთ, გაგრილებამდე თავდახურულ ჭურჭელში გააჩერებთ, გადაწურავთ და 1 ს/კ ნარევს დღეში 4–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღებთ. სხვადასხვა ალერგიულ სიმპტომებს წყლის პერით გაიქრობთ. 1 დესერტის კოვზ გარეცხილ წყლის პერს 50 მლ არაყი დაასხით, 1 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ, 15-20 წვეთი ნაყენი 25 მლ წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დალიეთ.
ალერგიული დერმატოზის დროს ეფედრა დაგეხმარებათ. ემალის ქვაბში 20 გრ ბალახს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე სითხის განახევრებამდე ხარშეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. პარალელურად დაზიანებულ ადგილას ეფედრას ნახარში წაისვით (1 ს/კ ბალახი 400 მლ წყალში 5 წუთით ადუღეთ). გართულებული ალერგიული დერმატოზის დროს 0,5 ლ მდუღარე წყალი 2 ს/კ კნაუტია დაასხით, 30 წუთში გადაწურეთ და 100 მლ დღეში დალიეთ.
1 ს/კ იორდასალამის ქერქის ფხვნილი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიეთ. მისი დახმარებით ძლიერ ალერგიულ რინიტს (სურდო) მოიშორებთ. მის მოსაშორებლად შეგიძლიათ 1–3 ჩ/კ გობისცხვირა ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიოთ. ალერგიული სურდოს და გამონაყარის გასაქრობად თითო სუფრის კოვზი ბაბუაწვერას ფესვის ფხვნილი და ჭინჭრის ყვავილების ფხვნილი აურიეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით შეფუთეთ და დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 100 მლ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ, ღამით აუცილებლად. გამონაყარის და სურდოს დროს შეგიძლიათ 2 ჩ/კ ახალ დაწურული ნიახურის ფესვების წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიოთ. კიდევ ერთი კარგი საშუალება: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვებს 1,5 ჭიქა თბილი, ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1/3 ჭიქა დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დააყენეთ.
ალერგიული გამონაყარის ადგილას ჩაის ნახარში ან მალამოების „სინაფლანის“, „ფლუცინარის“ და ახალი ღორის ქონის (თანაბარი პროპორციებით აღებული) ნარევი რეგულარულად წაისვით. გამონაყარი სწრაფად გაქრება, თუ 100-150 გრ თავშავას 3 ლ მდუღარე წყალს დაასხამთ, 2 საათით თავდახურულ ჭურჭელში დააყენებთ, შემდეგ ცხელ აბაზანას აურევთ და მასში 15-20 წუთით ჩაწვებით. გამონაყარის გასაქრობად შეგიძლიათ თანაბარი პროპორციებით ძმარი და ცირცელის წვენი აურიოთ, შემდეგ ამ ნარევით პრობლემური ადგილები დღეში 2–ჯერ დაიმუშავეთ.