გვითხარით, რა დაინახეთ, ჩვენ კი გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ

1376

თუ ინტერნეტის გაჩენამდე ადამიანს საკუთარ თავში გასარკვევად ფსიქოლოგთან ვიზიტი დასჭირდებოდა, დღეს საკმარისია, შეხვიდეთ ინტერნეტში, გაიაროთ რამდენიმე ფსიქოლოგიური ტესტი და საკუთარ თავზე თითქმის ყველაფერს გაიგებთ.

Vivien.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ მორიგ ტესტს, რომელიც თქვენგან მხოლოდ სურათზე დაკვირვებასა და იმის თქმას მოითხოვს თუ რა დაინახეთ მასზე პირველი. ამის შემდეგ, წაიკითხეთ დახასიათება, დანახული გამოსახულების მიხედვით.

1. გოგონას სახე

ფსიქოლოგების ახსნის თანახმად თუ ეს გამოსახულება დაინახეთ, ესე იგი, შემდეგ თვისებებს ფლობთ: თავდაჯერებულობა, ემოციების კონტროლის უნარი, გულჩათხრობილობა.

თქვენი ხასიათის უარყოფით მხარეებს მიეკუთვნება პარტნიორისადმი ზედმეტად მაღალი მოთხოვნები, რის გამოც ცხოვრების მეგზურის არჩევა გიჭირთ.

2. მფრინავი გედი

ფსიქოლოგები გეტყოდენ, რომ ამოუცნობი ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს თავის სულში უცხოების სეშვება. ადამიანებისადმი უსამართლოდ მოპყრობას ვერ იტანთ. სიამოვნებას განიჭებთ საკუთარ აზრზე დარჩენა, მაშინაც კი, თუ მის სისწორეში ბოლომდე თავადაც არ ხართ დარწმუნებული.

ხანდახან, თქვენი იდუმალება გადაიზრდება მალულობაში, რაც თქვენი ხასიათის ძირითადი ნაკლია.

3. ლელქაში

ფსიქოლოგების აზრით ძლიერი და მებრძოლი ბუნება გაქვთ, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა თითქმის შეუძლებელია. მოგწონთ გარისკვა და თამამი ექსპერიმენტების ჩატარება. გარდა ამისა, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ახალი ადამიანების გაცნობა.

თუმცა, რისკის სიყვარული, ხშირად, საეჭვო აფიორებში გაბამთ, რომელთაგან თავის დაღწევა შემდეგ გიჭირთ. ასეთი ნაკლი ხშირ ფინანსურ დანაკარგს იწვევს.

შეაფასეთ ეს ტესტი და გვითხარით, შეესაბამება თუ არა გამოსახულება თქვენს ხასიათს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს