ქუსლის დეზი საკმაოდ მტკივნეული დაავადებაა. Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ 8 ეფექტურ და გამოცდილ ხალხურ რეცეპტს ამ პრობლემის მოსაშორებლად.
ხალხური რეცეპტი №1: კარტოფილით მკურნალობა
7-8 საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ. ამის შემდეგ პიურე გააკეთეთ, ცოტა ნავთი დაუმატეთ ისე, რომ უნაზესი პიურე მიიღოთ. მიღებული პიურე ტაშტში გადაიტანეთ და მასში მტკივნეული ფეხები ჩააწყვეთ. პროცედურა პიურეს გაგრილებამდე ჩაიტარეთ, დაახლოებით 15-20 წუთი.
ამის შემდეგ სუფთა სველი ჩვრით ფეხები კარგად გაიწმინდეთ და შეიფუთეთ. თბილი, ბეწვის წინდები ჩაიცვით და ფეხები დაასვენეთ, სჯობს დაწვეთ. ასეთი პროცედურა შეგიძლიათ ძილის წინ ჩაიტაროთ.
ჩვეულებრივ, კარგი ეფექტის მისაღებად 3-5 პროცედურა საკმარისია (ყოველდღე ჩაიტარეთ). თუ თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, კარგი ეფექტის მიღებამდე გააგრძელეთ, მაგრამ 12 პროცედურას არ გადააჭარბოთ.
ხალხური რეცეპტი №2: მარილის აბაზანები
ეს მეთოდი წინას ჰგავს: ქუსლის დეზის ტკივილის გაქრობაში სპეციალური სამკურნალო აბაზანები დაგეხმარებათ. ასე მოამზადეთ: 2-3 ს/კ ზღვის მარილი 1 ლ წყალზე აიღეთ. თუ ზღვის მარილი არ გაქვთ, ჩვეულებრივი, საკვები მარილი გამოიყენეთ.
მარილი ცხელ წყალში კარგად გახსენით და აბაზანა მიიღეთ. წყალი იმდენად ცხელი უნდა იყოს, რამდენის ატანასაც მთელი პროცედურის განმავლობაში შეძლებთ, კერძოდ 30-40 წუთი.
ამის შემდეგ, ფეხები სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ და კარგად შეიფუთეთ. სჯობს თბილი, ბეწვის წინდები ჩაიცვათ. ამის შემდეგ დაწექით. ასეთი სამკურნალო აბაზანა საუკეთესო ეფექტს იძლევა, როცა პირდაპირ ძილის წინ ასრულებთ.
ხალხური რეცეპტი №3: ჭინჭრის კომპრესები
ქუსლის დეზის საწინააღმდეგოდ ამ ხალხური რეცეპტის მომზადება საკმაოდ მარტივია, მაგრამ ნამდვილად მოქმედი საშუალებაა. ამისთვის დაგჭირდებათ ჭინჭარი, სჯობს მაისში მოკრეფილი გამოიყენოთ. მაისის ჭინჭარი შეაგროვეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ.
ჭინჭრის ფაფა ახალ მოკრეფილ ოროვანდის ფურცელს დაადეთ და კომპრესი ქუსლის დეზზე დაიფინეთ. სამედიცინო ბინტით შეიხვიეთ ისე, რომ კომპრესი კარგად დაფიქსირდეს. ზემოდან წინდები ჩაიცვით და დაწექით: ასეთი კომპრესი ღამით, ძილის წინ გაიკეთეთ.
თუ ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, კომპრესი არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც გაიმეორეთ, ოღონდ უკეთ დააფიქსირეთ, რომ არ ჩამოვარდეს. 15-20 დღეში ტკივილის გაქრობას იგრძნობთ.
ხალხური რეცეპტი №4: სკიპიდარით მკურნალობა
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სკიპიდარი, რომლის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. საღამოს, ძილის წინ, ფეხები საპნით კარგად დაიბანეთ, შემდეგ პირსახოცით გაიმშრალეთ.
ცოტა სკიპიდარი ქუსლის მიდამოში (როგორც ვარიანტი, მთელ ტერფზე) შეიზილეთ. ამის შემდეგ ფეხები კარგად დაითბილეთ, სუფთა და თბილი ბეწვის წინდები ჩაიცვით და დაწექით.
პროცედურა 1 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიმეორეთ. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და თუ ტკივილი არ გაქრა, პროცედურა 1 კვირით გაიმეორეთ. თუ ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, სკიპიდარის კურსი 7-დან 14 დღემდე გაზარდეთ, შემდეგ კი 1 კვირა შეისვენეთ.
ხალხური რეცეპტი №5: ნაღველით მკურნალობა
ცხოველური ნაღველი ქუსლის დეზის სამკურნალო შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში შედეგს იძლევა. სამკურნალო კომპრესის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 40 გრ სამედიცინო ნაღველი, 20 გრ არაყი, ასევე ცოტა ნებისმიერი შამპუნი.
საღამოს, ძილის წინ, ფეხები კარგად დაიბანეთ და დაიორთქლეთ. შემდეგ სამკურნალო ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მისგან მტკივნეულ ქუსლებზე კომპრესი გაიკეთეთ. კომპრესი რომ არ ჩამოვარდეს, სახვევი სუფთა, სამედიცინო ბინტით დააფიქსირეთ, შემდეგ თბილი, ბეწვის წინდები ჩაიცვით, რომ ტერფები გაათბოთ. ამის შემდეგ დაწექით.
ჩვეულებრივ, უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ ტკივილი მცირდება. პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ მანამ, სანამ სიმსუბუქეს არ იგრძნობთ. ზოგადად, რამდენიმე კომპრესი საკმარისია, რომ ქუსლის დეზის ტკივილი წარსულში დარჩეს.
ხალხური რეცეპტი №6: თაფლის და შვრიის ფქვილის კომპრესები
ქუსლის დეზის სამკურნალოდ ეს ხალხური მეთოდი საღამოს, ძილის წინ გამოიყენეთ. ფეხები დაიბანეთ და კარგად დაიორთქლეთ, შემდეგ სუფთა პირსახოცით გაიმშრალეთ.
1 ჩ/კ ყვავილების თაფლი და ამდენივე შვრიის ფქვილი აურიეთ. შედეგად პატარა კვერები უნდა მიიღოთ. კვერები ქუსლის დეზზე დაიდეთ, პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ და სამედიცინო ბინტის სახვევით დააფიქსირეთ.
ფეხები დაითბილეთ, ამისთვის თბილი წინდები ჩაიცვით და დაიძინეთ.
ეფექტის მისაღწევად პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ. 10 პროცედურა საკმარისია, თუმცა ბევრს უფრო ადრეც ეხმარება.
ხალხური რეცეპტი №7: ქონით მკურნალობა
ქონი არა მხოლოდ გემრიელი პროდუქტი, არამედ ძლიერი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ქუსლის დეზის ტკივილს აქრობს. ამისთვის უმარილო ქონი გამოიყენეთ, ეს აუცილებელი პირობაა.
საღამოს ფეხები დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ. ქონის პატარა ნაჭერი ქუსლებზე იქ დაიდეთ, სადაც ტკივილი გაწუხებთ. სახვევით დააფიქსირეთ, რომ კომპრესი არ ჩამოვარდეს. ზემოდან წინდები ჩაიცვით და მთელი ღამე გაიჩერეთ.
პროცედურა ყოველ საღამოს გაიმეორეთ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში პროცედურა დღისითაც ჩაიტარეთ, ოღონდ კარგად დაიმაგრეთ, რომ სიარულისას არ ჩამოვარდეს.
ხალხური რეცეპტი №8: რჩევები ქუსლის დეზის სამკურნალოდ
ქუსლის დეზის სამკურნალოდ 10%–იანი კედრის კაკლის ნაყენი დალიეთ – 1 ს/კ დღეში 3–ჯერ, ჭამამდე. ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ დაქუცმაცებულ ან დაფქვილ კედრის კაკალს 300 მლ არაყი დაასხით და 10 დღე დააყენეთ.
მტკივნეულ ქუსლებზე მრავალძარღვას ფოთოლი (ქვედა ნაწილით) დაიფინეთ. როგორც კი ფოთოლი გამოშრება, ახლით ჩაანაცვლეთ. მრავალძარღვას ფოთლები ისე დაიდეთ, როგორიც არის – გარეცხვა საჭირო არაა.
ქუსლის დეზის დროს იასამნის ყვავილების ნაყენიც ეფექტურია. მის მოსამზადებლად 1:10 პროპორციით ხმელ იასამნის ყვავილებს ხარისხიანი არაყი დაასხით. 8-10 დღე ბნელ ადგილას, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. 30 წვეთი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ მიიღეთ. პარალელურად, ნაყენი ქუსლებზე შეიზილეთ.
ანწლის ახალი ფოთოლი მოწყვიტეთ და გაშრობის გარეშე, პირდაპირ სველი მტკივნეულ ფეხზე დაიფინეთ. თუ ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, ტერფები მთლიანად ანწლის ფოთლებით შეიხვიეთ. ასე ყოველდღე, მთელი ზაფხულის განმავლობაში გააკეთეთ და ტკივილი გაქრება.
დილით, სანამ მტკივნეულ ქუსლზე წინდას ჩაიცვამთ, წინდაში 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი ჩაყარეთ და ამით მთელი დღე იარეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ ქუსლის დეზის ტკივილი არ გაქრება.