ლოცვას და მედიტაციას სამკურნალო თვისებები აქვთ: კვლევის შედეგები

981

აქვს თუ არა ლოცვას სამკურნალო თვისებები? აქვს! ამას მეცნიერები ირწმუნება.

ექიმმა ენდრიუ ნიუბერგმა, აშშ–ს თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და დაინახა, რომ მედიტაცია და ლოცვა ადამიანებს ნამდვილად ეხმარება.

მსგავსი პრაქტიკის სისტემატურად შესრულება ტვინის აქტივობას ზრდის, ასევე ენის არეში აქტივობას საუბარზე არანაკლებ აუმჯობესებს.

მსგავსი საქმიანობა ტვინის სავარჯიშოდ უნდა ჩავთვალოთ. ეს საქმიანობა თანდათან სხვადასხვა დაავადებას კურნავს და ამავდროულად აზროვნებას ავითარებს.

აუცილებელი არაა ბერი ან მონაზონი გახდეთ, საკმარისია, პერიოდულად ილოცოთ და მედიტაციით დაკავდეთ.

ექიმმა ამ თეორიის პრაქტიკაში გამოცდა გადაწყვიტა, რომ საბოლოო დასკვნები მიეღო.

მან ასაკოვანი ხალხი შეკრიბა, რომ მედიტაციის, ასევე ლოცვის დროს და შემდეგ მათი ქცევა შეესწავლა. შერჩეული სუბიექტების უმეტესობას მეხსიერების პრობლემები აწუხებდა.

ექსპერიმენტი ყოველდღე ტარდებოდა და დაახლოებით 12 წუთი გრძელდებოდა. ექსპერიმენტი 8 კვირა გაგრძელდა.

ყველას გასაკვირად შედეგი შოკისმომგვრელი იყო: ლოცვა და მედიტაცია ადამიანებს მეხსიერების პრობლემების აღმოფხვრაში ნამდვილად დაეხმარა, ასევე ექსპერიმენტის მონაწილეთა ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახა.

ყველაზე საინტერესოა ის, რაც თავად ექიმმა ნიუბერგმა თქვა: „ჩვენი ტვინი მუდმივი მოქმედი მექანიზმის როლს ასრულებს, რომლის სქემა უცვლელია. რელიგია ამ მექანიზმზე გავლენას არ ახდენს“.

გამოცემა Cancer Society-მ მსგავსი ხასიათის გამოცდილება გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მორწმუნეები გაცილებით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებისკენ მიდიან, ასევე მათ დაავადების სიმპტომები მსუბუქ ფორმებში აქვთ. ცდაში მონაწილეობა 40 000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო.

ფლორიდაში, Moffitt–ის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მორწმუნეებს და მედიტატორებს სხვა პაციენტებთან შედარებით უკეთესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ. მსგავსი ინფორმაცია 3 კონტინენტის ბევრ სხვა კლინიკაში დაადასტურეს.

ამ შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლოცვა და მედიტაცია ნამდვილად კურნავს. ტყუილად არ ამბობენ, რომ ადამიანს აქვს სამი სახის ჯანმრთელობა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და, რა თქმა უნდა, სულიერი. სწორედ ამიტომ, სკეპტიკოსები მედიტაციის ან ლოცვის დაწყებაზე უნდა დაფიქრდნენ.

სიახლე პოზიტიურია, რადგან ახლა ყველას შეუძლია ჯანმრთელობის ცოტათი გაუმჯობესება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს