უძველესი საშუალება – ეფექტური დუეტი ცელულიტის საწინააღმდეგოდ

944

დღეს Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ საშუალებას, რომლის დახმარებით ცელულიტს 2 კვირაში მოიშორებთ. უთხარით „არა“ ცხიმოვან უჯრედებს, რომლებიც კანის ქვეშ თავსდებიან, კანს კი ფორთოხლის ქერქის ან ორმოიანი რბილი ხაჭოს მსგავსს ხდიან.

ცელულიტის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს გთავაზობთ. ჯანმრთელობის და სილამაზის შესანარჩუნებლად ბუნების საჩუქრები გამოიყენეთ! ყოველდღიური ნატურალური საშუალების გამოყენებით ცელულიტს სახლის პირობებში ჯადოსნურად მოიშორებთ. საუბარია ვაშლის ძმარზე, უძველეს ანტიცელულიტურ საშუალებაზე. ძველ საბერძნეთში, რომში, ეგვიპტესა და ბევრ სხვა ქვეყანაში ცნობებს იპოვით ამ საოცარი პროდუქტის შესახებ, რომელიც მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით და რიგი სხვა მიკროელემენტით.

ის ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით გაავსებს, მუცლიდან და ბარძაყებიდან ზედმეტ ცხიმს და სითხეს მოგაშორებთ. ცელულიტის სახელიც კი დაგავიწყდებათ, თან ამისთვის დიდი დროის დახარჯვა არ მოგიწევთ.

ვაშლის ძმრის დახმარებით ჭარბ წონას და მუცლის შებერილობას მოიშორებთ. ცელულიტის კვალიც არ დარჩება.

ვიშორებთ ცელულიტს სამუდამოდ:

  1. 1 ნაწილი ვაშლის ძმარი 2 ნაწილ წყალს აურიეთ და სურვილის შემთხვევაში თაფლი დაუმატეთ.
  2. ნარევი პრობლემურ ზონაზე წაისვით და მსუბუქად, მაგრამ კარგად შეიზილეთ.
  3. დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. პროცედურა დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება საძულველი ცელულიტის მოსაშორებლად:

  1. ვაშლის ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ.
  2. დაზიანებულ ადგილას შეიზილეთ, შემდეგ პოლიეთილენის პარკი დააფარეთ, ზემოდან თბილი პირსახოცით შეიფუთეთ.
  3. ერთ საათში პარკი მოიშორეთ და ნარევის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. პროცედურა დღეში ერთხელ პრობლემური ზონის გაქრობამდე გაიმეორეთ.

ზემოთ მოცემული რეცეპტებით პროცედურა რეგულარულად ჩაიტარეთ და სასწაულის მოხდენას შეძლებთ. წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს