დაფნის ფოთოლი პოპულარული და ნაცნობი სანელებელია, რომელიც თითქმის ყველას სამზარეულოში აქვს. ჩვეულებრივ, კულინარიაში იყენებენ, მაგრამ მის სამკურნალო თვისებებზე ცოტა თუ ფიქრობს. Vivien–ის რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო დაფნის ფოთოლი ადამიანის ორგანიზმისთვის.
დაფნის ფოთლის განსაკუთრებული თვისებები
თუ დაფნის ფოთოლს მხოლოდ სანელებლად არ განიხილავთ, ძალიან გაოცდებით. ერთი შეხედვით უბრალო ბალახი ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ. მათ შორის:
- შფოთვას აქრობს. დაფნის ფოთოლი დაწვისას გამოყოფს კვამლს, რომელიც ორგანიზმს ამშვიდებს და ასტიმულირებს.
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მასში შემავალი ევგენოლი სახსრების ანთებას შესანიშნავად აქრობს.
- დაფნის ფოთოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იმუნურ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ფოთოლში შემავალი ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტია. თუ სანელებელს საჭმელთან ერთად ყოველდღე მიიღებთ, ეფექტი არ დააყოვნებს.
- დღეში მხოლოდ 2 გრ სანელებლის მიღება შაქრიანი დიაბეტის სისტემატურ გამოვლენას შეამსუბუქებს.
- დაფნის ფოთლის კვამლის შესუნთქვით დაღლილობას მოიშორებთ და ენერგიით დაიმუხტებით. ასევე კონცენტრაციას გაზრდით.
- სანელებლის ზეთი სასუნთქი ორგანოების სამკურნალო საშუალებაა. სურდოს დროს მიღებისას სასუნთქ ორგანოებში დაგროვებულ ნახველს და ზედმეტ ლორწოს მოგაშორებთ.
- მედიტაციის დროს დაფნის ფოთოლი კონცენტრაციასა და საჭირო განწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ეს კი წარმატებული მედიტაციისთვის აუცილებელია.
როგორც უკვე მიხვდით, დაფნის ფოთოლი შეგიძლიათ და უნდა გამოიყენოთ არა მხოლოდ სანელებლად, არამედ თქვენი ჯანმრთელობის სასიკეთოდ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს