თუ ნაადრევი სიკვდილის სტატისტიკას გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა გულ–სისხლძარღვთა დაავადებით 7 მლნ ადამიანი იღუპება. როგორც წესი, თითოეული შემთხვევა ათეროსკლეროზის განვითარებას უკავშირდება, რომლის მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობაა.
Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ გამოცდილ ხალხურ მეთოდებს სისხლძარღვების გასაწმენდად.
სისხლძარღვების გამწმენდი მეთოდები
ბევრი ფიქრობს, რომ ჭარბი ქოლესტერინის მოსაშორებლად ექიმთან მისვლა და სპეციალური მედიკამენტების შეძენა აუცილებელია. თუმცა ბუნებრივ კომპონენტებს სისხლძარღვების გაწმენდა სამედიცინო ჩარევის გარეშე შეუძლია. ყველაზე ეფექტური საშუალებებია:
- თაფლი: იმუნიტეტს აძლიერებს, საჭმლის მომნელებელი ორგანოების რეგენერაციას აჩქარებს;
- ნიორი: ვირუსებს ეფექტურად ებრძვის და წნევას არეგულირებს;
- ლიმონი: კალიუმის შემცველობით სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის;
- კოჭა: ორგანიზმიდან ქოლესტერინს გამოდევნის და სისხლძარღვებს წმენდს;
ეფექტის გაძლიერებას შეძლებთ, თუ ოთხივე სასარგებლო პროდუქტს კომბინაციაში გამოიყენებთ.
როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე?
სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტის აღსადგენად შეგიძლიათ მიიღოთ ნატურალური კომპონენტების ნარევი: 1 გახეხილი ნივრის კბილი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 გახეხილი კოჭის ფესვი, 1 ს/კ ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი.
მომზადების მეთოდი: ინგრედიენტები აურიეთ. ყოველი ჭამის წინ, დღეში 3–ჯერ მიიღეთ. მზა ინგრედიენტები მაცივარში შეინახეთ (შენახვის ვადა – 5 დღე). დადებით ეფექტს უკვე პირველივე მიღებაზე შენიშნავთ.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხალხური საშუალებებით სისხლძარღვებს ვერ მოაწესრიგებთ. რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, ასევე სწორ კვებას ყურადღება მიაქციოთ. სწორად შერჩეული დიეტა და ფიზიკური აქტივობა საერთო ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.