ეს უძველესი, მაგრამ მივიწყებული ტრადიციაა. და სულ ტყუილად! ადამიანები ადრეული ასაკიდან ყოველდღე ამ პროცედურას რომ იტარებდნენ, სტომატოლოგები სამუშაოს დაკარგავდნენ. უბრალოდ უზმოზე პირის ღრუში ზეთი გამოივლეთ.
როგორ მუშაობს?
ზეთის ლიპიდებს ძალიან საინტერესო თვისება აქვთ. ისინი პირის ღრუდან მავნე ბაქტერიებს იწოვენ და კბილებსა და ლორწოვან გარსში შესვლაში ხელს უშლიან.
თუ პროცედურას სწორად, მკაცრად წესების დაცვით და რეგულარულად ჩაიტარებთ, შედეგად კბილებიდან ნადებს მოიშორებთ, ღრძილებს გააძლიერებთ და ჯანმრთელს გახდით, უსიამოვნო სუნს გაიქრობთ.
მოქმედების სახელმძღვანელო
1–ლი წესი: პროცედურა დილით, გაღვიძებისთანავე და მხოლოდ უზმოზე ტარდება. ეს მნიშვნელოვანია! 1 ს/კ მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი (ასევე გამოდგება ქოქოსის, სეზამის ან სხვა ზეთი) პირში ჩაიგუბეთ. 10 წუთით პირში დაიგუბეთ. არ გადაყლაპოთ: ის ყველა ბაქტერიას იწოვს.
მე–2 წესი: გასქელების შემდეგ ზეთი გადმოღვარეთ და პირის ღრუში თბილი წყალი გამოივლეთ.
მე–3 წესი: კბილები ჯაგრისით გაიწმინდეთ. ზეთოვანი გარსი, რომელიც გამოვლების პროცესში პირის ღრუში წარმოიქმნა, კბილის პასტას უკეთ გაწმენდაში დაეხმარება.
დასკვნა: პროცედურა მარტივია და ცოტა დრო სჭირდება. ჩვევად რომ გადაიქცეს, დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ზეთით გამოვლება რომ არ დაგავიწყდეთ, ჭიქა ზეთი და კბილის ჯაგრისი საღამოს მოამზადეთ.
იცოდით, რომ ზეთით გამოვლება პირის ღრუს შესანიშნავი დეტოქსია? ამაზე უფრო ეფექტურ საშუალებას ვერ იპოვით. ცოტა ხანში კბილები გათეთრდება და სუნთქვა გაჯანსაღდება. ბაქტერიებს ომი გამოუცხადეთ!