როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერთგვაროვანი კანის ფერით ყველა ვერ დაიკვეხნის. ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიცაა წარუმატებელი გარუჯვა და პიგმენტური ლაქები, შეგვიძლია კოსმეტიკით დავმალოთ. თუმცა გვსურს, რომ მის გარეშეც ლამაზი და ახალგაზრდული ვიყოთ.
ამ მიზნით შეგიძლიათ კოსმეტოლოგს მიმართოთ ან აფთიაქში მალამოები და ვიტამინები შეიძინოთ, თუმცა ეს ფინანსურ შესაძლებლობებს ყოველთვის არ შეეფერება. გარდა ამისა, შეიძლება ეს პროდუქტები თქვენს კანის ტიპს არ მოუხდეს და დაზიანება გამოიწვიოს.
როგორ მოვიქცეთ?
Vivien-ის რედაქცია სახლის პირობებში კანის გასაღიავებლად რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ. თითოეული მათგანი ნატურალურ, ბუნებრივ საშუალებას ეყრდნობა და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
მეთოდი 1. კენკრის წვენი
ახალი კენკრა გაწურეთ. ამ წვენში მარლა დაასველეთ და სახეზე კომპრესი დაიდეთ. 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. გამოგადგებათ წითელი ან შავი მოცხარი, შტოში, ძახველი.
მეთოდი 2. სოდა
სოდა შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა. 1 კოვზ სოდას რამდენიმე წვეთი წყალი დაუმატეთ, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. მიღებული ნარევი დაზიანებულ კანზე წაისვით, დაიზილეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
მეთოდი 3. ლიმონის წვენი
თუ ციტრუსზე ალერგია არ გაქვთ, ეს მეთოდი გამოგადგებათ. 1:1 პროპორციით არაჟანი და ლიმონის წვენი აურიეთ. სახეზე წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
მეთოდი 4. ნიორი
აქ, არაფერია რთული. ნიორში შემავალი ეთერზეთი დასახულ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება: კანს ათეთრებს და პიგმენტურ ლაქებს აღიავებს. ნივრის კბილი შუაზე გაჭერით და ამით სახე დღეში რამდენჯერმე დაიმუშავეთ.
მეთოდი 5. სელენის და თუთიის შემცველი პროდუქტები
პიგმენტური ლაქები ამ ორი ნივთიერების დეფიციტით არის გამოწვეული. მიირთვით ბევრი პროდუქტი მათი შემცველობით: ზღვის პროდუქტები, შვრია, ბარდა, ოსპი, რძე, ღვიძლი, სეზამი.
ამ მარტივი საშუალებების დახმარებით ჯანმრთელ კანს მიიღებთ და პიგმენტურ ლაქებს ნაკლებად გამოხატულს გახდით. თავად სცადეთ და მეგობრებს ურჩიეთ.