ხშირად ქალებს ერთი და იგივე პრობლემა აწუხებთ – გახდომის მცდელობა და სხვადასხვა დიეტის გამოყენება არანაირ შედეგს არ იძლევა. ალბათ, მიზეზი ნაწლავებშია, რომლებიც თავიანთ ფუნქციებს ვერ უმკლავდებიან.
Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ სკრაბის რეცეპტს, რომელსაც ნაწლავების ფუნქციის აღდგენა შეუძლია. ის ხელმისაწვდომი და ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. საშუალება ნაწლავებს ნაზად წმენდს და ნივთიერებათა ცვლის აღდგენას ხელს უწყობს. დაბინძურებულმა ნაწლავებმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
საქმე იმაშია, რომ წიდები და ტოქსინები ნივთიერებათა ცვლას არღვევენ და სისხლში ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ. ყოველივე ზემოაღნიშნული კანის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და წონის მატებას იწვევს. ბევრი ნაწლავებს ოყნის დახმარებით იწმენდს. ასეთი პროცედურა კი ორგანიზმის მიკროფლორას ძლიერ აზიანებს.
სკრაბი ნაწლავებისთვის უსაფრთხო საშუალებაა და ორგანიზმს უმტკივნეულად წმენდს. ამისთვის სელის თესლი შეიძინეთ. სელის თესლი შეგიძლიათ ყავის საფქვავში დაფქვათ ან უკვე მზა სელის ფქვილი იყიდოთ. სელი ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტში არსებულ ანთებით პროცესებს აქრობს, ასევე ორგანიზმს ჭიებს აშორებს.
სელის თესლის ფქვილი სწორად უნდა მიიღოთ. მოხმარების რეცეპტი საკმაოდ მარტივია. აუცილებელია სელის ფქვილი ნებისმიერი ცხიმიანობის კეფირს აურიოთ. ასეთი ნარევი დილით, საუზმის ნაცვლად მიიღეთ.
ნარევის მიღების სქემა: პირველ კვირას 100 მლ კეფირს 1 დესერტის კოვზი ფქვილი დაუმატეთ. მეორე კვირას ამავე რაოდენობის კეფირს უკვე 2 დესერტის კოვზი სელის ფქვილი დაუმატეთ. მესამე კვირას 150 მლ კეფირი და 3 დესერტის კოვზი სელის ფქვილი აურიეთ და დალიეთ.
პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ სელის თესლი ნებისმიერ კერძს დაუმატოთ. ნორმის გადაჭარბებას (2-3 ს/კ დღეში) არ გირჩევთ. 3 კვირის განმავლობაში უზმოზე სელის ფქვილის მიღებით ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდთ, წონას დაარეგულირებთ და ჭიებს მოიშორებთ.