ქუსლებზე იოდი წაისვით! იოდს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ის უმკლავდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დეპრესია, მეხსიერების პრობლემები, ძლიერი დაღლილობა. ჯარში იოდს აქტიურად იყენებენ, როგორც ერთგვარ ანტიდეპრესანტ საშუალებას.
ბევრს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და იოდს შორის კავშირი უცნაური და გაუგებარი ეჩვენება. უფრო მეტიც, ბევრი ვერ იგებს, თუ როგორ შეიძლება დეპრესიის და ტკივილის გაქრობა ფეხებზე ერთი და იმავე საშუალების გამოყენებით.
სინამდვილეში, რეცეპტი ძალიან მარტივია. საღამოს, ძილის წინ ქუსლებზე იოდი წაისვით და წინდები ჩაიცვით. დილით იოდი უკვე აორთქლდება, ხოლო ქუსლები ვარდისფერი დარჩება. საინტერესოა ისიც, თუ დილით იოდი ფეხზე დარჩა, გამოდის ორგანიზმში უკვე ბევრი იოდია და მკურნალობის სხვა მეთოდი უნდა მოძებნოთ.
თუ საშუალება კარგად შეიწოვა, შეგიძლიათ პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტაროთ. მხოლოდ მაშინ შეწყვიტეთ, როცა იოდი ქუსლებში შეწოვას შეწყვეტს.
ამ შემთხვევაში იოდი ფარისებრ ჯირკვლებს ნორმალურად მუშაობაში ეხმარება. შედეგად, განწყობა და ცხოვრება უმჯობესდება. უფრო მხიარული ადამიანი ხდებით. ხშირად პესიმიზმი და ნერვოზი ფარისებრი ჯირკვლების პრობლემებს უკავშირდება.
ასეთი პროცედურის შემდეგ დეპრესიაც გაქრება. ფარისებრი ჯირკვლის უგულებელყოფა არ შეიძლება, ეს ორგანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეიძლება ითქვას, რომ იოდი დეპრესიას უმკლავდება. ჯარში ჯარისკაცების სამკურნალოდ ამ მარტივ მეთოდის დიდი ხანია იყენებენ. იქ, ფრთიანი შეძახილიც კი გაჩნდა, რომელიც ასე ჟღერს: „წაისვით იოდი ქუსლებზე!“