კაკაოს გამაოგნებელი სარგებელი 40+ ასაკის ადამიანებისთვის

1155

კაკაო ბავშვების სასმელი? კაკაო – მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო! გსმენიათ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ? დღეს Vivien–ის რედაქცია გიამბობთ, რატომ უნდა დალიოთ კაკაოს სასმელი. ასევე გთავაზობთ საოცარი სასმელის მომზადების რეცეპტს.

კაკაო არა მხოლოდ გემრიელი და გამათბობელი სასმელი, არამედ ჯადოსნური საშუალებაა, რომელიც განწყობას აუმჯობესებს, სასიცოცხლო ტონუსს ზრდის და იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ეს წარმოუდგენელი სასმელი მეხსიერებას აუმჯობესებს, სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. რა თქმა უნდა, კაკაო სითბოს და კომფორტის განცდას მოგანიჭებთ.

კაკაოს მარცვლები სასარგებლო მიკროელემენტების შემცველობით უდავო ლიდერია. მასში შედის თუთია, რომელიც ცილების და ქალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

კაკაოს მარცვლებში შედის სასარგებლო ცხიმები (დაახლოებით 15%) და ნახშირწყლები (დაახლოებით 7%), ასევე სუფთა ანტიოქსიდანტები და უჯრედისი.

კაკაო – მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო!

ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაკაოს მარცვლები შეიცავს ეპიკატექინს, რომელიც ორგანიზმს სიმსივნესთან და დიაბეტთან ბრძოლაში, ასევე ინფარქტისა და ინსულტის თავიდან აცილებაში ეხმარება.

ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაკაო სიმსუქნეს არ იწვევს, პირიქით, ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში გვეხმარება, რადგან მოხმარების დანაყრების შეგრძნება უფრო სწრაფად მოდის, ვიდრე ჩაის ან ყავის დალევისას.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ კაკაოს მიღება სჯობს დღის პირველ ნახევარში. კაკაოს მარცვლები შეიცავს მელონინს, რომელიც თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური გავლენისგან დაცვაში ეხმარება, მზის დამწვრობას თავიდან აგაცილებთ და ახალგაზრდობისა და ქსოვილების მოქნილობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჯადოსნური სასმელის რეცეპტი წარმოუდგენლად გემრიელი თვისებებით გაგაოცებთ.

სასმელი ბევრ სასარგებლო ინგრედიენტს შეიცავს, რომლებიც კაკაოს მარცვლების სარგებელს მხოლოდ აძლიერებს. დარიჩინი იმუნიტეტს აძლიერებს და მხედველობას აუმჯობესებს, მიხაკი ბუნებრივი ანტისეპტიკი და შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა რძე (ნებისმიერი, თუნდაც მცენარეული)
  • ½ ს/კ კაკაოს ფხვნილი ან შავი შოკოლადი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • ½ ჩ/კ დაფქული მიხაკი
  • შაქარი ან დამატკობებელი სურვილის მიხედვით

მომზადება:

კაკაო ან შოკოლადი, ასევე მიხაკი, დარიჩინი და რძე ქვაბში მოათავსეთ. ინგრედიენტების გადნობამდე საშუალო ცეცხლზე შეათბეთ. ნარევი რომ არ დაიწვას,  სათქვეფით აურიეთ.

ესეც ასე, სასმელი მზადაა. ნებისმიერ ჭიქაში ჩაასხით და დალიეთ. ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს