
ტანადობა, კარგი განწყობა, სილამაზე, ჯანმრთელობა – ამ ყველაფრის შენარჩუნებას „სასწაულმოქმედი წამლის“ დახმარებით შეძლებთ. ეს სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
თავდაპირველად, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში წითელ კომბოსტოს არისტოკრატულ სუფრებზე იყენებდნენ. მეცნიერებმა ბოსტნეულის ღრმად შესწავლა მხოლოდ 1 საუკუნის შემდეგ დაიწყეს და სწორი არჩევანი გააკეთეს. Vivien-ის რედაქცია გიამბობთ, თუ რისთვის არის სასარგებლო წითელი კომბოსტო.
- მისი დახმარებით წნევა მცირდება, სისხლძარღვები ძლიერდება და უფრო ელასტიური ხდება, რაც თავის მხრივ ინსულტისგან გვიცავს.
- კომბოსტოს წვენი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ღვიძლს წმენდს (რაც ბევრად კარგია, ვიდრე მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც იმუნიტეტს ანადგურებენ).
- წითელ კომბოსტოში შემავალი ფიტონციდები ტუბერკულოზის ჩხირებთან ბრძოლის უნარით ცნობილია. ეს უკანასკნელი კი ბოლო დროს იშვიათობას არ წარმოადგენს.
- კომბოსტოს წვენის რეგულარულად დალევა ძუძუს კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს.
- კომბოსტოს ფოთლები კომპრესების სახით ჭრილობებს, დამწვრობებს ახორცებს და თავის ტკივილს აქრობს.
- ფრჩხილების გარსს აძლიერებს.
- ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და საჭმლის მონელების პროცესს არეგულირებს.
სასწაულმოქმედი წამლის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 300 გრ წითელი კომბოსტო
- 1 მწვანე ვაშლი
- 1 მუჭა ახალი რეჰანი
- 1 მუჭა ახალი პიტნა
მომზადება:
- ინგრედიენტები მსხვილად დაჭერით და თხევად მასამდე დააბლენდერეთ. დღეში 2–ჯერ, ჭამამდე 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი დალიეთ.
ახლა თავად წვენის სასარგებლო თვისებების შესახებ გიამბობთ.
- რომის იმპერიის დროიდან ცნობილია, რომ წვენი სასუნთქი სისტემის დაავადებების მკურნალობას ხელს უწყობს. ასევე იმუნურ სისტემას სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად სპეციალური ნივთიერებების წარმოებაში ხელს უწყობს.
- დღემდე თაფლი ამ წვენთან ერთად ფილტვებიდან ნახველის ამოსაღებად გამოიყენება.
- ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს წიდებისგან შესანიშნავად წმენდს.
- ნახევარი ჭიქა ამ სითხის დალევით სისხლის მიმოქცევას დაარეგულირებთ. შედეგად, სუფთა, ხავერდოვან სახის კანს მიიღებთ.
- თუ კომბოსტოს წვენს დღეში ერთხელ პირში გამოივლებთ, მინანქრის გაძლიერებას შეძლებთ.
გარდა ამისა, სასარგებლო წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნატურალური საღებავი რომელიმე კერძის მოსამზადებლად.