მეჭეჭების და პაპილომების მოშორებას შეძლებთ მარტივი ინგრედიენტებით, რომლებიც სამზარეულოში გაქვთ. ისინი ნამდვილად მუშაობს!
Vivien-ის რჩევების გათვალისწინებით მეჭეჭებს ეფექტურად მოიშორებთ. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური რჩევა: ჰაერთან კონტაქტი შეზღუდეთ და თავისით დაგცვივათ.
1. ბანანის ქერქი
ყოველდღე ბანანის ქერქით მეჭეჭები გაიწმინდეთ. შეგიძლიათ ბანანის ქერქი მეჭეჭზე დაიდოთ და დაიმაგროთ. ეფექტური შედეგის მისაღებად რამდენიმე კვირა დაგჭირდებათ, მოთმინება მოიკრიფეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ მეჭეჭები და პაპილომები მოიშოროთ, რომლებიც თხელ კანზე მდებარეობს. მაგალითად, თვალის ირგვლივ, ბავშვის კანზე.
2. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმრის მჟავე შემადგენლობა მეჭეჭებს და პაპილომებს ანადგურებს. ბამბის დისკი ძმარში დაასველეთ და ლეიკოპლასტირით მეჭეჭზე დაიმაგრეთ. ყოველღამე პროცედურა გაიმეორეთ და შედეგს პირველივე კვირაში დაინახავთ.
3. ნატრიუმის ბიკარბონატი
სოდის და წყლის სქელი ნარევი მოამზადეთ. შემდეგ პასტა დაზიანებულ ადგილას ზუსტად 30 წუთით გაიჩერეთ. ჰაერზე გააშრეთ და ჩამოიფერთხეთ. გაიმეორეთ მანამ, სანამ მეჭეჭები არ გაქრება.
4. ალოე ვერას წვენი
ალოე ვერას წვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად გამოიყენეთ. ალოეს წვენი შეგიძლიათ პირდაპირ მეჭეჭებზე წაისვათ. თუ ალოეს გარეგნულად იყენებთ, ნამდვილი გელი ფოთლებიდან მიიღეთ. ეს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა კანის პრობლემის მოსაშორებლად.
5. აბუსალათინის ზეთი
ყოველდღე აბუსალათინის ზეთი სხეულის დაზიანებულ ადგილებზე წაისვით. შედეგის მისაღებად რამდენიმე კვირა დაგჭირდებათ, მაგრამ მისი დახმარებით მეჭეჭებს ადვილად მოიშორებთ. თუ თან მეჭეჭზე წებოვან ლენტს დაიმაგრებთ, ეფექტი გაძლიერდება.
6. ნიორი
რამდენიმე კბილი ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაზიანებულ კანზე წაისვით. შედეგის მისაღებად შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც. მზად იყავით, რომ ცუდი სუნი გექნებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. რამდენიმე კვირაში შედეგს დაინახავთ. თუ ნივრის სუნით აყროლება არ გსურთ, ოხრახუშის ფოთლები შეჭამეთ, რომლებიც სუნთქვას აჯანსაღებს და ნივრის გემოს და სუნს აქრობს.
7. C ვიტამინი აბებში
C ვიტამინის აბებით და ცოტა წყლით პასტა გააკეთეთ. პასტა მეჭეჭებზე წაისვით და შემდეგ წებოვანი ლენტით დააფიქსირეთ. C ვიტამინში შემავალი მჟავები, იგივე ასკორბინის მჟავა, ვირუსის მოშორებაში დაგეხმარებათ. ეს შინაურული საშუალება გამოიყენეთ, სანამ შედეგს არ დაინახავთ.