ხელები ძალიან მგრძნობიარეა. გარე ფაქტორები, როგორიცაა მზე, ამინდი, მშრალი გარემო და ბევრი სხვა რამ ხელებს აზიანებს და მის კანზე თანდათან ლაქებს აჩენს. Vivien–ის რედაქცია გასწავლით 7 მარტივ და ეფექტურ საშუალებას ხელზე ასაკობრივი ლაქების გასაქრობად.
კალიუმით მდიდარი ბევრი პროდუქტი მიირთვით
ბანანი, ნესვი, კივი, ავოკადო, ლეღვი, ფინიკი და ბევრი სხვა პროდუქტი კალიუმით მდიდარია. ამ პროდუქტით მდიდარი დიეტა დაიცავით და კანზე ლაქების გაჩენის სიხშირეს შეამცირებთ.
ბევრი წყალი დალიეთ
ლაქების საწინააღმდეგო ნებისმიერ შინაურულ საშუალებასთან კომბინაციაში ბევრი წყალი უნდა დალიოთ. წყალი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და კანის ნებისმიერი პრობლემის და შესაძლო უსიამოვნების დროს სასარგებლოა.
ვაშლის ძმარი გამოიყენეთ
ვაშლის ძმარი ეფექტური ხალხური საშუალებაა კანის გასაღიავებლად. ვაშლის ძმრის თვისება კანს არბილებს და ph დონეს არეგულირებს.
1 ს/კ ვაშლის ძმარი ნაღებს ან არაჟანს აურიეთ. მუქ ლაქებზე წაისვით და 12-15 წუთით დაიმასაჟეთ, მთელი ღამე გაიჩერეთ. ვაშლის სამკურნალო თვისებები ლაქების მოშორებისას კანს ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას დაუბრუნებს.
ალოეს გელი
ალოეს გელი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური შინაურული საშუალებაა ლაქების სამკურნალოდ. ალოეს გელი ლაქების გასაღიავებლად და კანის აღსადგენად სასარგებლოა.
გელი ხელებზე წრიული მოძრაობით წაისვით და გაშრობა აცადეთ, რომ კანი ამ თვისებებით კარგად გამოიკვებოს.
ლიმონის წვენი
ხელის კანის გამათეთრებელ და ბუნებრივი ფერის აღსადგენ პროცედურებში ლიმონის წვენის გამოყენებას დაჟინებით გირჩევთ. მისი დახმარებით ლაქების პრობლემას მოიშორებთ. შედეგად, გაახალგაზრდავებულ ხელებს მიიღებთ.
მიზანშეწონილია, რომ ლიმონის წვენით ღამით გამოიყენოთ, რადგან მზე სიტუაციას უფრო ამწვავებს. თუ თქვენი ხელები მზეზე მოხვდება, პიგმენტაცია უფრო გაიზრდება.
1 ს/კ გახეხილი კიტრი ან ვაშლი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ამ ნარევით ხელები რამდენიმე წუთით დაიმასაჟეთ და 15-20 წუთით გაიჩერეთ. წყლით ჩამოიბანეთ და ნუშის ზეთი წაისვით.
შეგიძლიათ ფორთოხლის წვენი გამოიყენოთ. ფორთოხლის ნაჭრით ხელები გაიწმინდეთ და 15-20 წუთში ჩამოიბანეთ. ასაკობრივი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ.
წყალბადის ზეჟანგი
საშუალება ძალიან ეფექტურია, მაგრამ მგრძნობიარე კანზე შეიძლება არასასურველი ეფექტი გამოიწვიოს, მაგალითად, კანის გაღიზიანება. თუ თქვენი კანი ძალიან მგრძნობიარეა, ამ საშუალების გამოყენებას თავი აარიდეთ.
მისი გამოყენება ძალიან მარტივია. უბრალოდ ლაქებზე წაისვით და რამდენიმე საათით გაიჩერეთ.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. ხელებზე ყავისფერი ლაქების გასაღიავებლად გამოიყენეთ. ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად აბუსალათინის ზეთთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ E ვიტამინი, ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ზეთი ან ნუშის ზეთი.
ბამბის დისკით აბუსალათინის ზეთი დაზიანებულ ნაწილებზე წაისვით. რამდენიმე წუთით დაიმასაჟეთ. რამდენიმე საათით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. დილა–საღამოს გაიმეორეთ, რომ ლაქების მოშორების პროცესი დააჩქაროთ და კანის ტონი გააუმჯობესოთ.