გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თუმცა ბევრი ხალხური რეცეპტი ამტკიცებს, რომ ასე არაა. ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად უამრავი, მათ შორის ძალიან მარტივი და იაფი გზა არსებობს. Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სახის ნიღაბს ანტიასაკობრივი ეფექტით, რომელიც დაფუძნებულია გლიცერინზე, ჟელატინზე, თაფლსა და ასპირინზე.
ანტიასაკობრივი სახის ნიღბის რეცეპტი
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 ჩ/კ ჟელატინი
- 3 ს/კ თაფლი
- 100 მლ გლიცერინი
- მწიკვი ასპირინი
- 100 მლ მინერალური წყალი
თავდაპირველად ჟელატინი მოამზადეთ: თბილი წყალი დაასხით და გასივება აცადეთ, ზუსტად 30 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ დანარჩენი კომპონენტები დაუმატეთ. მიღებული ნარევი წყლის ორთქლზე შეათბეთ. სასურველია, მინის ჭურჭელში მოამზადოთ. მუდმივად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, თასი წყლიდან ამოიღეთ და გააგრილეთ, მუდმივად აურიეთ.
მიღებული ნარევის რაოდენობა 1 თვე გეყოფათ. ნარევი მაცივარში უპრობლემოდ ინახება.
სახის კანის მოთხოვნილებების მიხედვით კრემს რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთი დაუმატეთ. მაგალითად, ლავანდის ეთერზეთს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ თბილი ნიღაბი გამოიყენეთ. მაცივრიდან გამოღებისას წყლის ორთქლზე ან ხელით შეათბეთ. ნიღაბი არა მხოლოდ სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე, არამედ ხელებზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ. სჯობს ძილის წინ გაიკეთოთ. თავისი შემადგენლობის წყალობით კარგად იწოვება. შეგიძლიათ არც ჩამოიბანოთ, უბრალოდ ზედმეტი ნარჩენები სალფეთქით მოიშორეთ. თუ ჩამობანის მოთხოვნილება მაინც გაქვთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ სუფთა სახის კანზე მსუბუქი დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ასეთი ნიღბის ეფექტს პირველივე გამოყენებაზე დაინახავთ. კვირაში 2–ჯერ რეგულარული გამოყენებისას სახის ოვალი დაიჭიმება და უფრო მხნე იერს მიიღებთ. ასეთი ეფექტი, ძირითადად, ჟელატინის წყალობით მიიღება. ის კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და კანის ამინომჟავებით გამდიდრებას ხელს უწყობს. გარდა ამისა, მას შესანიშნავი მათეთრებელი ეფექტი აქვს. კრემის დანარჩენი კომპონენტები ჟელატინის მოქმედებას აძლიერებენ, კანს დამატებით ატენიანებენ და კვებავენ.
ძვირფასო ქალებო, სილამაზის სალონებში გაქცევა აუცილებელი არაა – სილამაზის შექმნა საკუთარი ხელით შეგიძლიათ.