ეს სახვევი მხოლოდ ერთ ღამეში არასასურველ მუცელს მოგაშორებთ. ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და არასწორი კვება უდავოდ სხეულის ფორმებზე აისახება – ზედმეტი კილოგრამები ჩნდება. ყველამ, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, იცის, რომ მისი მოშორება რთულია.
Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ მაქსიმალურად ეფექტურ მეთოდს, რომელიც ჭარბი წონის მნიშვნელოვნად შემცირებასა და ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ. ეს მეთოდი შიმშილს და ვარჯიშს არ უკავშირდება. ამ მეთოდით უმოკლეს დროში ლამაზ, წერწეტა წელს მიიღებთ.
ზედმეტი კილოგრამების მოშორების პროცესი დაჩქარდება. მეთოდი მოიცავს კოჭის სახვევს, ბევრი წყლის მიღებას, დაბალანსებულ კვებას და ოპტიმალური რაოდენობის ძილს ორგანიზმის მხარდასაჭერად.
კოჭის სახვევის გაკეთება სახლის პირობებში მარტივია. აუცილებელი ინგრედიენტები: გახეხილი კოჭის ფესვი ან კოჭის ფხვნილი და ტანის ლოსიონი. ასევე დაგჭირდებათ პირსახოცი, შესაფუთი პარკი და რეზინა.
პირსახოცი ოთახის ტემპერატურის ან თბილ წყალში დაასველეთ და შემოიხვიეთ ყველა ის ადგილი, რომლის კორექტირებაც გსურთ. პირსახოცი 5 წუთით გაიჩერეთ, ასე ფორებს გახსნით. კოჭა და ტანის ლოსიონი აურიეთ. პირსახოცის მოხსნის შემდეგ კოჭის ნარევი დაორთქლილ კანზე წაისვით. შესაფუთი პარკით შეიხვიეთ და დასამაგრებლად რეზინა გამოიყენეთ.
მეტი ეფექტურობისთვის კომპრესი მინიმუმ 6 საათით გაიჩერეთ, სჯობს მთელი ღამე შეხვეული გქონდეთ. შესაძლოა, პროცედურის დაწყებისას ჩხვლეტა იგრძნოთ, რაც კოჭის აქტიურ მუშაობაზე საუბრობს.