ხილ–ბოსტნეული ორგანიზმში შარდმჟავის დონესა და პოდაგრის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. Vivien-ის რედაქცია გასწავლით, როგორ აირჩიოთ ჯანსაღი ხილი შარდმჟავის მაღალი დონის შესამცირებლად
ეს ორგანიზმის ნარჩენი პროდუქტია, რომელიც შარდით და გარკვეული ნივთიერებების მეტაბოლიზმის შედეგად გამოიყოფა. მათ პურინებს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ეს მჟავა სისხლში იხსნება, რომლის გავლით თირკმლებში გადადის და შარდით გამოიყოფა. ზოგჯერ ამ პროცესში პრობლემები ჩნდება.
როდის ხდება შარდმჟავა საზიანო?
შარდმჟავა დისკომფორტს იწვევს, როცა შარდით არაეფექტურად გამოიყოფა ან როცა სისხლში მისი დონე უფრო მაღალია, ვიდრე თირკმლებს მათი გაკონტროლება შეუძლია.
როგორ შევამციროთ შარდმჟავის დონე ორგანიზმში?
მედიკამენტების ფართო სპექტრი არსებობს, რომლებიც როგორც სისხლში, ასევე შარდში შარდმჟავის დონეს ამცირებენ.
ხილი შარდმჟავისთვის სასარგებლოა. ამ ხილებში შორის ყველაზე სასარგებლოა შემდეგი:
ბალი
ფოლიუმის მჟავა ბალის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მას ქსანტინოქსიდაზის (ფერმენტი, რომელიც შარდმჟავის მაღალ დონეს უკავშირდება) შეფერხების უნარი აქვს. უფრო მეტიც, მისი მიღება შეიძლება პირდაპირ ან უშაქრო წვენის სახით, მაგრამ არა მურაბით.
ლიმონი
მისი სასარგებლო თვისებები ორგანიზმში კალციუმის კარბონატის წარმოებას ხელს უწყობს. ეს კი სისხლსა და შარდში შარდმჟავის დონის გასაკონტროლებლად აუცილებელია. ნაყენის სახით მიიღეთ, მაგრამ შაქარი არ დაუმატოთ.
ვაშლი
ვაშლი ლიმონმჟავას ძალიან კარგი წყაროა, ასევე ნატურალური ბოჭკოების შესანიშნავი მომწოდებელია. მათ კუჭში დანაყრების შეგრძნების გამოწვევა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ჭარბი წონის გასაკონტროლებლად იდეალურია.
ჟოლო
ჟოლო C ვიტამინის, ძლიერი ანტიოქსიდანტის შესანიშნავი წყაროა. სწორედ ამიტომ, შარდმჟავის კრისტალების მოშორებაში ძალიან ეფექტურია. სისხლსა და შარდში შარდმჟავის კონცენტრაციას ამცირებს.
მარწყვი
ერთ–ერთი ყველაზე შესაფერისი ხილი შარდმჟავის მაღალი დონის საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც, მარწყვი ეფექტურ კომპონენტებს შორის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფოლიუმის მჟავას და C ვიტამინს.