ლამაზი ყელი დამჭიმავი ოპერაციის გარეშე

1274

ყველა გოგოს სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს და ჰქონდეს დაჭიმული ფორმები, მოხდენილი სხეული და ლამაზი სახე ორმაგი ნიკაპის გარეშე. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ამის შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს. ვარჯიშით ყელის კუნთების დაჭიმვას ან ძველებური იერის დაბრუნებას ვერ შეძლებთ, ხოლო ქირურგიული მეთოდები ყოველთვის გამართლებული არაა და შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.

Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ 5 რეცეპტს, რომელთა დახმარებით ლამაზი ყელის შენარჩუნებას შეძლებთ.

1. ყოველდღიური მასაჟი და რეგულარული ვარჯიში

5 წამის განმავლობაში პირით ისეთი ფორმა მიიღეთ, თითქოს ასო „ო“–ს ამბობთ. ამასთან ყელის კუნთების დაჭიმვა უნდა იგრძნოთ. შემდეგ სხვა ხმოვანი ასოები სცადეთ „ა“, „ი“. თითოეული ასოს გამოხატვა 10–ჯერ გაიმეორეთ. ამის შემდეგ მასაჟი გაიკეთეთ: თითების ბალიშებით ლავიწიდან ნიკაპამდე წრიულად იმოძრავეთ.

2. ბანანის ნიღაბი

ბანანის პიურე დაჭყლიტეთ, 1–2 კვერცხის ცილა და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. ასეთი საშუალება ყელზე თანაბრად გადაინაწილეთ და 15 წუთით გაიჩერეთ. კვირაში 1–2–ჯერ გაიმეორეთ.

3. კანის ზედა ფენის აქერცვლა

ამ მიზნით გამოგადგებათ სკრაბი და პილინგი როგორც შეძენილი, ასევე სახლის პირობებში მომზადებული. სხეულის ექსფოლიაცია მკვდარი, ძველი კანის უჯრედების მოშორებასა და ახლის წარმოქმნაში დაგეხმარებათ.

4. ყინულის მასაჟი

ყინულის კუბები ქსოვილში გაახვიეთ და კისრის უკანა ნაწილზე მინიმუმ 10 წუთით დაიდეთ. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ასეთი მასაჟი სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ანთებით პროცესებს ამცირებს, კანს აახალგაზრდავებს და ორგანიზმს ტონუსს მატებს.

5. ეთერზეთები 

ეთერზეთები, როგორიცაა ლიმონი, ლავანდა, ფორთოხალი, ვარდი და ბევრი სხვა მცენარე და ციტრუსი კანს ვიტამინებით ამდიდრებს. ასეთი მოვლის საშუალებები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს იცავს, ჯანსაღ იერს ანიჭებს და აახალგაზრდავებს. გახსოვდეთ, რომ ეთერზეთი ძალიან ცხიმიანია და მძიმედ იწოვება. 1–2 წვეთი ყელზე თანაბრად გადაინაწილეთ. კანის სიმშრალე და სიბერე უკან დაიხევს!

ვიმედოვნებთ, რომ ზემოთ მოცემული რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ. ტექნიკური საშუალებები ადამიანის ორგანიზმზე საკმარისად შესწავლილი არაა, ხოლო ქირურგის ხელი ასეთ დელიკატურ საკითხში ყოველთვის ზუსტი არაა. თავს გაუფრთხილდით, ბუნების საჩუქრები გამოიყენეთ. ბედნიერებას და ახალგაზრდობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს