თუ თქვენს ხელებს ყურადღებას მიაქცევთ, ექიმების დახმარების გარეშე დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმას შეძლებთ. Vivien-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ განსაზღვროთ დაავადებები ხელებზე დაკვირვებით.
წითელი ხელისგული –ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების, ჰეპატიტის ნიშანი.
მარმარილოს ნიმუშის არსებობა ნერვული სისტემის დარღვევაზე მიგანიშნებთ.
მოყვითალო ხელისგული ნიშნავს, რომ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ჰეპატიტზე, ნაღვლკენჭოვან დაავადებაზე, სანაღვლე გზების დისკინეზიაზე, ქოლანგიტსა და ქოლეცისტიტზე უნდა შეამოწმოთ.
ხელის ზურგზე ყავისფერი ლაქები ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე საუბრობს.
კანის პატარა ფირფიტებით აქერცვლა A და D ვიტამინების დეფიციტის ნიშანია, ხოლო მსხვილი ფირფიტები – სოკოს არსებობის ნიშანი.
ცივი ხელები – PP ვიტამინის დეფიციტის დროს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაში პათოლოგია. ეს ვიტამინი გვხვდება რძის პროდუქტებში, ხორცსა და თევზის პროდუქტებში, სოკოში, წიწიბურაში, პარკოსნებსა და კომბოსტოში.
ცხელი ხელისგული – ინტოქსიკაციის ნიშანი, რომელიც მოწამვლას უკავშირდება.
ხელებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება – ენდოკრინული სისტემის მუშაობის ინდიკატორის დარღვევა, როგორც სველი ხელები, რომელიც ჰიპერთირეოზზე შეიძლება მიგანიშნებდეთ, ხოლო მშრალი და ფერმკრთალი ხელები – ჰიპოთირეოზზე.
მეხუთე თითების ხშირი დაბუება – კარდიოლოგთან მისვლის მიზეზი. ცერა თითების დაბუჟება – სასუნთქი სისტემის პრობლემები.
ჰიპოთირეოზზე მიგანიშნებთ ღრმა განივი ნაოჭები ფალანგების ბოლოებში. გარდა ამისა, ეს შეიძლება შაქრიან დიაბეტზე მიგანიშნებდეთ.
თითების იისფერი წვერები საჭმლის მომნელებელ სისტემაში პრობლემებზე მიგანიშნებთ.
ცერა თითების ძირებში ლაქები – სასქესო ორგანოების ჯანმრთელობაზე დაფიქრდით.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის გვერდის ქავილი – მსხვილი ნაწლავის მუშაობაში დარღვევა. ამავე თითის ხორკლიანი ზედაპირი – ნაღვლის ბუშტის არასწორი მუშაობის ნიშანი.
ხრაშუნა სახსრები კალციუმის დეფიციტის ნიშანია. ძალიან მოძრავი ან ნაკლებად მოძრავი სახსრები ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ცუდ მდგომარეობაზე მიგანიშნებთ.
არასწორი ფორმა და მტკივნეული სახსრები – ართროზის ნიშნები.
მტკივნეული შეგრძნებები შეშუპებით და სიწითლით – პოლიართრიტის გამოვლინება.
ხელის ფორმაც სამომავლო დაავადების დადგენაში დაგეხმარებათ. ფართო ხელისგულის და მოკლე თითების მფლობელებს გულის და სისხლძარღვების პათოლოგიებისკენ მიდრეკილება აქვთ.
ფერმკრთალი, ვიწრო ხელისგული და წვრილი თითები – სუსტი ნერვული სისტემის ნიშანი.
პატარა ხელის ადამიანებს ძალიან მგრძნობიარე ვეგეტაცია აქვთ და ხშირად აწუხებთ ასთმა, პროქტიტი, ჰიპოთენზია.
ხორციანი ხელისგულის მფლობელებს ცუდი ნივთიერებათა ცვლა აქვთ და ჰიპოთირეოზი ხშირად აწუხებთ.