ბევრმა არ იცის, თუ რამდენად სასარგებლოა თაფლიანი წყალი ჯანმრთელობისთვის. მას საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, ასევე კოსმეტიკური მიზნით იყენებდნენ.
1. თაფლიანი წყალი გახდომაში დაგეხმარებათ
წყალი და თაფლი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. თაფლის შაქარი ნატურალური შაქარი და კალორიების ჯანსაღი წყაროა. შედეგად, ტკბილი სასმელების და ტკბილეულისადმი ლტოლვას ამცირებს. ასე მავნე კალორიებს ნაკლებად მიიღებთ და ჭარბ წონას შეამცირებთ.
2. ნაწლავებს წმენდს
დილით, უზმოზე დალეული 1 ჭიქა თბილი წყალი თაფლთან ერთად საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. თაფლის ანტისეპტიკური თვისება გულძმარვას მოგაშორებთ, ამავდროულად ნაწლავების ლორწოს წარმოებას გაზრდის. სასმელი მსხვილი ნაწლავის დატენიანებასა და ყაბზობის მოხსნაში დაგეხმარებათ. შედეგად, ჭარბი წონა თანდათან შემცირდება.
3. იმუნურ სისტემას ეხმარება
თაფლს აქვს თვისებები, რომლებიც იმუნურ სისტემას ეხმარება. უმი თაფლი სავსეა ფერმენტებით, ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც ბაქტერიებისგან დასაცავად წინა რიგებში დგანან. გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მანუკას თაფლს ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობის შეცვლაც შეუძლია. ამასთან ანტიოქსიდანტია, რომელიც მავნე თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.
4. თაფლიანი წყლის დალევა ალერგიას ამცირებს
ადგილობრივი თაფლის რეგულარული მიღება ორგანიზმს ჩვენი რეგიონის მტვერთან შეგუებაში ეხმარება. თავის მხრივ, ასე გარემოს მიმართ ალერგიული მგრძნობელობის შემცირებაში დაგეხმარებათ.
5. თაფლიანი წყალი ენერგიით უზრუნველგყოფთ
ის ყავას ანაცვლებს. თაფლი და თბილი წყალი შესანიშნავი საშუალებაა ენერგიის გასაზრდელად. იფიქრეთ თქვენს სხეულზე, როგორც ოთახის მცენარეზე. ხომ იცით, როგორ ჭკნებიან წყლის დეფიციტის დროს? თქვენს სხეულშიც ასე ხდება. კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი გაუწყლოებაც კი დაღლილობას, ძილიანობას და სიზარმაცეს იწვევს.
მოდით, ამ განტოლებას თაფლი დავუმატოთ. ახლა მარტივი შაქრის და ნახშირწყლების ბუნებრივი წყარო გაქვთ, რომელიც ენერგიას აძლიერებს. ენერგიის ახალი წყარო, რომლის შესახებ არ იცოდით, ფინჯანი ყავის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ. როცა სისუსტეს იგრძნობთ, თაფლიანი წყალი დალიეთ და დააკვირდით, თუ დაგეხმარებათ.
6. ყელის ტკივილს და ხველას ამცირებს
მაიოს კლინიკის თქმით, თაფლიანი წყალი ანგინის დროს ყელის ტკივილისა და გაღიზიანების შემცირებაში დაგეხმარებათ. თაფლი ყელს იცავს, ასევე ხველას ამცირებს.
7. თაფლი წყალს წმენდს
თაფლიანი წყალი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. შედეგად, ნაწლავების რეგულარულ აქტივობას ააქტიურებს, რაც დაგეხმარებათ ტოქსინების მოშორებაში, რომელთაც დაგროვების შემთხვევაში დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ნარევში ლიმონის დამატება სარგებელს ზრდის, რადგან ლიმონი შარდვას ახშირებს. შედეგად, ტოქსინების გამოდევნასა და ჯანმრთელი საშარდე გზების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც ფერმენტის მუშაობის მაქსიმალურად გაზრდას ხელს უწყობს. თავის მხრივ, ღვიძლს სტიმულირებს, რაც ასევე დეტოქსიკაციას ხელს უწყობს.
8. თაფლიანი წყალი მეტეორიზმის დროს დაგეხმარებათ
მუცლის შებერილობას და აირების დაგროვებას გრძნობთ? 1 ჭიქა თბილი წყალი თაფლთან ერთად დალიეთ, ეს სწრაფად დაგეხმარებათ. თაფლი გაზს ანეიტრალებს.
9. განწყობას აუმჯობესებს
თბილი თაფლიანი წყლის დალევა დატენიანებას ზრდის და ორგანიზმში არსებულ ყველა პროცესს ააქტიურებს. ასევე თქვენს სხეულში კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის და გულ–სისხლძარღვთა დაძაბულობას ამცირებს.
თაფლიანი წყლის მომზადება და გამოყენება
1 ჩ/კ უმი თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალს აურიეთ. ამრიგად 30% თაფლის ხსნარს მიიღებთ, რომელიც თავისი შემადგენლობით პლაზმის იდენტურია. თაფლი წყალში ქმნის ნაერთს, რომელიც თავად წყლის სამკურნალო უნარს ზრდის. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია. თაფლის და წყლის ნარევი ორგანიზმს ამშვიდებს. ასეთი წყლის ეფექტურობას გაზრდით, თუ მინიმუმ 2–3 საათით დააყენებთ. სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ.
როგორ დავლიოთ თაფლიანი წყალი
დღის განმავლობაში შეგიძლიათ იმდენი ჭიქა დალიოთ, რამდენიც გსურთ, თუ დღიური თაფლის მოხმარების რაოდენობას არ გადააჭარბებთ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და თაფლი გამონაკლისი არაა. გახსოვდეთ, რომ სასმელი ნატურალურ წყალს ვერ ჩაანაცვლებს და უარი არ თქვათ დატენიანებაზე, რომლის მოცემაც მხოლოდ სუფთა წყალს შეუძლია.