Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელსაც იყენებენ ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად როგორც ჩინურ, ასევე ინდურ მედიცინაში კუჭისა და ღვიძლის დაავადებების ფართო სპექტრის სამკურნალოდ.
კურკუმინი, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალება
- კურკუმას მთავარი აქტიური ინგრედიენტი კურკუმინია. გირჩევთ, კურკუმინის უპირატესობები საკუთარ თავზე გამოცადოთ.
- მას იმდენად ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რომ ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობას უტოლდება. მაგალითად, ასეთი პრეპარატებია ჰიდროკორტიზონი, ფენილბუტაზონი და იბუპროფენი.
- ფარმაცევტული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც ბევრ ტოქსიკურ ეფექტს უკავშირდებიან (წყლულების წარმოქმნა, ლეიკოციტების შემცირება, ნაწლავებიდან სისხლდენა), კურკუმინი ტოქსიკურობას არ იწვევს.
- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ანთებას მოლეკულურ დონეზე ებრძვის. ქრონიკული ანთება ბევრი დაავადების მიზეზს წარმოადგენს. კურკუმინის რაციონში ჩართვით შეძლებთ ბევრი ცნობილი მოლეკულის დათრგუნვას, რომლებიც ანთებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
- კურკუმინი ნაწლავების ანთებითი დაავადებების ეფექტურად მკურნალობასა და ადვილად გადატანაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით ეფექტურია კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
- ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო სახსრების დაავადებების (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი) მქონე ადამიანები კურკუმინის მიღებისას მდგომარეობის შემსუბუქებას აღნიშნავენ.
- კურკუმინს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. თავისუფალ რადიკალებს დამოუკიდებლად ანეიტრალებს. შემდეგ კი, ორგანიზმში საკუთარი ანტიოქსიდანტური ფერმენტების გამოყოფას ხელს უწყობს.
- კურკუმინი ტვინის ნეიტროპული ჰორმონის (BDNF) დონეს ზრდის, რომელიც ახალი ნეირონების ზრდას ხელს უწყობს და ტვინში სხვადასხვა დეგენერაციულ პროცესებს ებრძვის. ასევე დეპრესიის დროს სასარგებლოა.
- კურკუმინს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა შეუძლია, ამიტომ ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაში გვეხმარება.
მკვლევარები სწავლობენ კურკუმინს, როგორც სიმსივნის სამკურნალო საშუალებას. ამან შეიძლება კიბოს ზრდაზე, განვითარებასა და გავრცელებაზე მოლეკულურ დონეზე გავლენა მოახდინოს.
კურკუმა ღვიძლის გასაწმენდად
კურკუმა ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლოა და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მცენარეა, რომელიც ღვიძლის მხარდასაჭერად და დეტოქსიკაციისთვის გამოიყენება. ის ერთ–ერთი უძლიერესი პროდუქტია ჯანსაღი ღვიძლის შესანარჩუნებლად. ის ღვიძლს ტოქსიკური დაზიანებისგან აქტიურად იცავს. ასევე ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს. შედეგად, ნაღვლის ბუნებრივ წარმოებას ზრდის და ღვიძლის გაჩერებულ სადინრებს ამცირებს. ასევე ნაღვლის ბუშტის ზოგად ფუნქციებს აუმჯობესებს.
კურკუმას რაციონში ჩართვა შესანიშნავი იდეაა. აი, მარტივი და სასიამოვნო მეთოდი, რომ კურკუმინის ძლიერი ანტიოქსიდანტური სარგებელი მიიღოთ.
კურკუმა და ბანანის სმუზი ღვიძლის გასაწმენდად
- 1 ჭიქა ნებისმიერი მცენარეული რძე ან სუფთა წყალი
- 1/2 ფინჯანი კუბებად დაჭრილი ანანასი (სურვილის მიხედვით)
- 2 ბანანი
- 2 ჩ/კ ქოქოსის ზეთი (კურკუმას სარგებლის გასაზრდელად)
- 1/2 ჩ/კ კურკუმა
- 1/3 ჩ/კ დარიჩინი
- 1/4 კოჭა
- 1 ს/კ ჩიის თესლი
- 1 ს/კ სელის თესლი
- მწიკვი შავი წიწაკა (კურკუმას სარგებლის გასაზრდელად)
ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. სურვილის შემთხვევაში თაფლი დაუმატეთ.
მიღებული ნარევი სჯობს დილით, უზმოზე დალიოთ. სასმელი დღის პირველ ნახევარში უფრო ენერგიულს გაგხდით და გონების გაწმენდაში დაგეხმარებათ. ამასთან ორგანიზმს მსოფლიოში უძლიერესი ანტიოქსიდანტებით გაამდიდრებს.