3 მცდარი წარმოდგენა, რომლებიც გახდომაში ხელს გიშლით

903

ჩვენს დროში, წონაში დაკლების სურვილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზანია. ჩვეულებრივ, სწრაფად გახდომა და შედეგის დიდხანს შენარჩუნება გვსურს.გახდომის საკითხის ირგვლივ არსებობს მრავალი მითი, რომლებიც სწორ მიდგომაში ხელს გვიშლიან. სწორედ ამიტომ, Vivien–ის რედაქცია ეცდება გაანალიზოს 3 ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ ხშირად დაშვებული შეცდომა.

ცდომილება 1: წყლის მიღების გაზრდა გახდომას ხელს უწყობს.

სინამდვილეში, თუ ადრე ცოტას სვამდით და ახლა მოულოდნელად ბევრი წყლის დალევა დაიწყეთ, ეს შეშუპებას გამოიწვევს. შედეგად, სასწორზე ციფრები გაიზრდება.უდავოდ, წყლის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რაოდენობა თანდათან უნდა გაზარდოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როდის სვამთ წყალს. დილით უფრო მეტი სითხე მიიღეთ, ვიდრე საღამოს.წყლის თანდათანობით გაზრდასთან ერთად საკვებში მარილის რაოდენობა უნდა შეამციროთ. „წყალი + მარილის“ კომბინაცია მთელი ორგანიზმის შეშუპებას იწვევს.

ცდომილება 2: შიმშილის შეგრძნება – სიგნალი, რომ ადამიანი იკლებს.

როცა ორგანიზმს ძლიერ შია, ეს მიგანიშნებთ, რომ ზედმეტი ცხიმების დაგროვებისთვის ემზადება. გამოდის, პირველივე გადაჭარბებულ ჭამაზე თქვენი სადილი გვერდებში ან მუცელში დაგროვდება.სწორედ ამიტომ, თუ დაკლების ძლიერი სურვილი გაქვთ, იცოდეთ, რომ შიმშილის მწვავე გრძნობის ატანა არ შეიძლება.

ცდომილება 3: ერთ თვეში 5 კგ ან მეტი უნდა დაიკლოთ.

ადამიანის ორგანიზმს თვეში მხოლოდ 2 კგ ცხიმის დაკლება შეუძლია. რა თქმა უნდა, შეიძლება 10 კგ დაიკლოთ, მაგრამ საკითხავია, თუ რამ დატოვა თქვენი სხეული. შესაძლოა, ეს სითხე ან კუნთოვანი მასაა.ასეთი გახდომით მოხდენილ ფორმებს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ და ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოიმატებთ.

უმარტივესი მეთოდი იმის დასადგენად ნამდვილად წონაში იკლებთ თუ უბრალოდ სითხეს იშორებთ, უბრალოდ ჭკვიან სასწორზე დადექით. მისი დახმარებით თქვენი მეტაბოლიზმის სიჩქარეს, კუნთოვან და ცხიმოვან მასას მარტივად გაიგებთ. და ეს ფუნქციების მთელი სპექტრი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს