ვიშნევსკის მალამოს შესახებ თითქმის ყველამ იცის. ზოგი მას ნაოჭების გასასწორებლად იყენებს, სხვები – პიგმენტური ლაქების გასაქრობად. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ვიშნევსკის მალამოს საოცარი სამკურნალო თვისებები შეგვიძლია სხვა დანიშნულებითაც გამოვიყენოთ. მალამო საკმაოდ იაფი ღირს, მაგრამ უძლიერესი ეფექტი აქვს. Vivien–ის რედაქცია გიამბობთ, თუ რა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიშნევსკის მალამო.
რას კურნავს ვიშნევსკის მალამო?
ვიშნევსკის მალამო აკნეს შესანიშნავად უმკლავდება. კურნავს არა მხოლოდ ჩვეულებრივ ჩირქოვან გამონაყარს, არამედ კანქვეშა გამონაყარს, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული და გრძელვადიანი ანთებითი პროცესია. საქმე მალამოს შემადგენლობაშია, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- არყის კუპრი
- კსეროფორმი
- აბუსალათინის ზეთი
- არყის კუპრი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, აბუსალათინის ზეთი დანარჩენ კომპონენტებს კანში შეღწევაში ეხმარება.
- აკნეს სამკურნალოდ მალამოს მარლაზე უსვამენ და ანთებით ადგილას იდებენ. ასეთი კომპრესი მთელი დღე უნდა გეკეთოთ. საღამოსკენ მოიხსენით და პრობლემური ადგილი სპირტით ჩამოიბანეთ.
- ვიშნევსკის მალამო დამწვრობას და მოყინვას სწრაფად კურნავს, ნაწიბურებს არ ტოვებს. ამ მიზნით მალამოს ჯერ კიდევ ომის დროს იყენებდნენ.
- მალამო გარე ბუასილის სამკურნალოდ რეკომენდებულია. საშუალება ანთების რისკს ამცირებს და ახალი კანის წარმოქმნის პროცესს აჩქარებს. ვიშნევსკის მალამოს ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდშიც იყენებენ.
- მალამოს საკმაოდ ხშირად იყენებენ გინეკოლოგიაში რიგი დაავადებების სამკურნალოდ. მაგალითად, სასქესო ორგანოების შიდა და გარე ნაწილების ანთებითი დაავადებების დროს. სამკურნალოდ მალამო წასმულ ტამპონს მთელი ღამე იჩერებენ. მას ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტის ორგანიზმსა და კონკრეტულ დაავადებაზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩვეულებრივ, 10 დღეს არ აჭარბებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს