5 ეფექტური შინაურული რეცეპტი ჩამოკიდებული ქუთუთოს მოსაშორებლად

1340

კანის დაბერება, უძილობა ან ორგანიზმის მუშაობის დარღვევა იწვევს ისეთ უსიამოვნო მოვლენას, როგორიცაა ჩამოკიდებული ქუთუთო. Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ 5 გამოცდილ მეთოდს, რომელთა დახმარებით ჩამოკიდებული ქუთუთოს პრობლემას სწრაფად და მარტივად სახლის პირობებში მოიშორებთ.

1. ლიმონი და ლეღვი

ლეღვი სახის კანის მოვლის ბევრ კოსმეტიკურ პროდუქტში გვხვდება. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კანის ზედაპირის დაბერებას აფერხებენ. ლიმონი ეპიდერმის C ვიტამინით ამდიდრებს, სიბერის სიმპტომების გამოვლენას ხელს უშლის.

მომზადება:

  1. 3 ლეღვი გარეცხეთ და გააშრეთ.
  2. ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში დააქუცმაცეთ, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ.
  3. შემადგენლობას აურიეთ და ქუთუთოებზე წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ.

ნარევი კვირაში 3–ჯერ გამოიყენეთ.

2. თაფლი და ვაშლი

ვაშლი შეიცავს ნაზ მჟავებს, რომელთაც ანტიასაკობრივი და მატონიზირებელი თვისებები აქვთ.

მომზადება:

  1. ვაშლი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. 20 მლ თაფლი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. ნარევი მთელ სახეზე წაისვით, 30 წუთში წყლით ჩამოიბანეთ.

დადებითი ეფექტის მისაღებად ნიღაბი კვირაში 3-ჯერ გამოიყენეთ.

3. თაფლი, კვერცხი, შვრია

ამ პროდუქტებში შემავალი ამინომჟავები ჩამოკიდებული ქუთუთოს გაჩენას თავიდან აგაცილებთ.

მომზადება:

  1. 1 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ, 20 გრ შვრია და 20 მლ თაფლი დაუმატეთ.
  2. აურიეთ და ერთგვაროვანი მასა სახესა და ქუთუთოებზე წაისვით.
  3. ნახევარ საათში ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ.

4. კიტრი და გვირილა

კიტრი და გვირილა ტონიკების, გელების და დასაბანი ქაფების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. ასეთი პოპულარობა მათი მაღალი ეფექტით განპირობებულია. ისინი თვალების ქვეშ შეშუპებას სწრაფად აქრობენ და კანს ატონიზირებენ.

მომზადება:

  1. 2 ს/კ გვირილას 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით გააჩერეთ.
  2. ნახევარი კიტრი დააბლენდერეთ, ნახარში გაფილტრეთ და ინგრედიენტები აურიეთ.
  3. ნარევი 2 საათით მაცივარში გააჩერეთ.
  4. მზა საშუალება ქუთუთოებზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ.

ტონიკი შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ.

5. ავოკადოს ზეთი და ალოე

ორივე პროდუქტს ძლიერი დამატენიანებელი თვისება აქვს, ანთებას აქრობს, კანის ზედაპირს აახალგაზრდავებს და ატონიზირებს.

მომზადება:

  1. ალოეს ფოთლები მოწყვიტეთ, გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და გელი ამოიღეთ. დაახლოებით 45 მლ ალოე დაგჭირდებათ.
  2. 30 გრ ავოკადოს ზეთი დაუმატეთ, აურიეთ და ნარევი ქუთუთოებზე წაისვით.
  3. 30 წუთში წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კვირაში 3-4-ჯერ გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს