ნატურალური მალამო ეგზემას და ფსორიაზისთვის, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია.

1221

ნებისმიერი სახის კანის დაავადება გამაღიზიანებელია, მაგრამ ეგზემა და ფსორიაზი ორი ყველაზე გავრცელებული და გამაღიზიანებელი კანის დაავადებაა. ორივე გენეტიკური აუტოიმუნური კანის დაავადებაა, რომლებიც კანის აქერცვლად ანთებას იწვევენ. ასევე თან ახლავს საშინელი ქავილი და დაუცველობის გრძნობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კანის შიშველი ნაწილებია დაზიანებული.

ეგზემას და ფსორიაზის ანთების დროს კანი წითელი და შეშუპებულია. ამ დროს კანის სისუფთავის და დატენიანების შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეგზემას და ფსორიაზის სამკურნალოდ რეკომენდებულია საშუალება, რომელიც ანთებას ეფექტურად აქრობს. ესაა ნიმის ზეთი.

ნიმის ზეთი სქელი წითელი ან მწვანე ზეთია, რომელიც კანს კარგად ატენიანებს. ასევე ბუნებრივი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. მისი სამკურნალო თვისებები შთამბეჭდავია და დამოუკიდებლად გამოსაყენებლად შედარებით უსაფრთხოა. ინდოეთში კანის დაავადებებისა და ანთების სამკურნალოდ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ იყენებდნენ.

ეგზემას და ფსორიაზის სამკურნალო ნატურალური კრემი

ნიმას ზეთს ბაზრობაზე იპოვით. ნიმის ზეთზე დაფუძნებული კრემი მარტივად მზადდება, თან იაფი და უსაფრთხოა. თან ასე ნიმის ზეთის რაოდენობის გაკონტროლებას შეძლებთ. ნიმი ნატურალური ზეთია, მაგრამ ძლიერი ეფექტი და არომატი აქვს.

ამ ინგრედიენტებით 110 გრ კრემს მიიღებთ.

  • 10 გრ ნიმის ზეთი (ცივი დაწურვის და უმი)
  • 40 გრ შიის ზეთი
  • 30 გრ კაკაოს ზეთი
  • 20 გრ აბუსალათინის ზეთი
  • 10 გრ ტკბილი ნუშის ზეთი (ალტერნატივა: ყურძნის კურკა)
  • 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი (სურვილის მიხედვით)
  • 5 წვეთი ლავანდის ეთერზეთი (სურვილის მიხედვით)

10 გრ ნიმის ზეთი ამ საშუალებას ძალიან ძლიერს გახდის. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ 5 გრამამდე შეამციროთ, რომ სუნი დამალოთ და უფრო ნაზი კრემი მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ კიდევ 10 გრ ნიმის ზეთი დაუმატოთ. კრემი აუცილებლად დაზიანებული კანის მცირე ნაწილზე გამოცადეთ, სანამ რეგულარულად გამოყენებას დაიწყებთ. ნიმი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი და თუ კანზე გაუზავებლად წაისვამთ, დიდი ალბათობით, კონტაქტურ დერმატიტს გამოიწვევს.

ინსტრუქცია:

  1. ყველა ინგრედიენტი, ეთერზეთების გარდა, ორმაგ ქვაბში (ორთქლით მოსამზადებლად) მოათავსეთ. წყლის ორთქლით, სითბოს არაპირდაპირი წყაროს დახმარებით ზეთები ნელ–ნელა, თანაბრად შეათბეთ.
  2. ზეთები საშუალო ცეცხლზე გაადნეთ, სანამ სრულად თხევადი არ გახდება. კარგად აურიეთ და ბოთლში ჩაასხით, შემდეგ 5 წუთით საყინულეში შეინახეთ.
  3. მასა გამოიღეთ და დააბლენდერეთ, ახლა ეთერზეთები დაუმატეთ, თუ მათ ჩართვას აპირებთ. მათი არომატები ნიმის სუნს ჩაახშობს, თან ორივე ინგრედიენტი ანთების საწინააღმდეგო თვისებას ფლობს. ლავანდის ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო  და მოსადუნებელი საშუალებაა. ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობულ მოქმედებას, ასევე მოსადუნებელ სამკურნალო სუნს ფლობს.
  4. პროცესი გაიმეორეთ, სანამ ზეთი გაუმჭვირვალე და კრემოვანი არ გახდება. შემდეგ კრემი თავსახურიან მინის ქილაში მოათავსეთ. სრულად გამაგრების შემდეგ შეგიძლიათ კრემი გამოიყენოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს