ცხიმგროვა მილიუმი: გაჩენის მიზეზები და როგორ ვიმკურნალოთ ქირურგის გარეშე

2231

კანის დაზიანების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არასათანადო მოვლაა. მილიუმი მაგარი, მოყვითალო ფერის ცხიმგროვაა, რომელიც, როგორც წესი, თვალების ქვეშ ჩნდება. შეიძლება მკერდზეც გაჩნდეს. მის გაჩენას მკვდარი უჯრედების დაგროვების შედეგად კანის ფორების დახშობა იწვევს. ჩვეულებრივ, ბავშვებში უფრო გავრცელებულია, მაგრამ მათი გარეგნული გამოვლენა ასაკზე დამოკიდებული არააა. მილიუმის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰორმონალური ცვლილებები
  • ჭარბი კანის ცხიმი
  • ზეთოვანი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება
  • ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება
  • სტეროიდული კრემების დიდი ხნით გამოყენება
  • ბებერა და ჭრილობები

როგორ მოვიშოროთ მილიუმი

ამ ნაკლოვანების მოსაშორებლად მრავალი შინაურული საშუალება არსებობს. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ კონკრეტულ ზომებს, რომლებიც ცხიმგროვა–მილიუმის გაჩენას თავიდან აგაცილებთ.

  1. დატენიანებაზე იზრუნეთ. დღეში არა მხოლოდ 8 ჭიქა წყალი, არამედ ნატურალური სასმელები დალიეთ. მაგალითად, ისეთი სასმელები, რომლებიც ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობენ.
  2. ცხიმის ხელით ამოღება არ სცადოთ და ბინძური ხელებით კანს არ შეეხოთ.
  3. ყოველდღე ივარჯიშეთ და მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდეთ.
  4. ძილის წინ მაკიაჟი კარგად მოიშორეთ.
  5. კანი დაატენიანეთ და E ვიტამინის შემცველი კრემი წაისვით.
  6. სახე დღეში მინიმუმ 2–ჯერ დაიბანეთ. თმის სისუფთავეზეც იზრუნეთ.
  7. დაბალანსებული დიეტა დაიცავით, მაღალი ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მიღებას მოერიდეთ.
  8. ცხიმიანი კოსმეტიკა და მზისგან დამცავი საშუალებები ან აგრესიული ქიმიკატები არ გამოიყენოთ.

შინაურული საშუალებები მილიუმთან საბრძოლველად

  • თაფლი: ცოტა თაფლი უშუალოდ დამუშავებულ ადგილზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. ეს ეფექტური შინაურული საშუალებაა კანის პრობლემების გასაქრობად. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  • ალოე ვერა: არავინ უარყოფს, რომ ალოე კანის ერთ–ერთი საუკეთესო მოკავშირეა. ალოე მილიუმის შემთხვევაში დადებით შედეგებს იძლევა. მწვანე ჩაისთან კომბინაციაში შედეგს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.
  • შავი ჩაი: საკმარისია შავი ჩაის პაკეტი სახეზე წრიული მოძრაობით კვირაში ზუსტად 2–ჯერ გამოიყენოთ. სუფთა წყლით ჩამოიბანეთ.
  • ჩაის ხის ზეთი: დამტკიცებულია, რომ ცოტა ჩაის ხის ზეთის ბამბის დისკით წასმა მილიუმს აქრობს. ზეთი ძილის წინ უნდა გამოიყენოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს