ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი შეხებით, სუნთქვით ან გადაყლაპვით ტოქსიკური ობის მოქმედებას განიცდის, თუმცა ამაზე წარმოდგენაც არ აქვს. თქვენ შეიძლება ვერ აცნობიერებთ, რომ ობით მოწამვლას სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლია. Vivien-ის რედაქცია გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რომელ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ობით მოწამვლაზე ეჭვობთ და როგორ უნდა მოიქცეთ.
ობით მოწამვლის შედეგები ჯანმრთელობისთვის
პირველ რიგში, თუ ობს არ უმკურნალებთ, ეს გადატვირთვას და იმუნური სისტემის განადგურებას გამოიწვევს. მეორეც, ზოგიერთი ობი გამოყოფს შხამიან, უხილავ ქიმიურ ნივთიერებებს, მიკოტოქსინებს, რომელთა მოშორება რთულია. უფრო მეტიც, ობი წარმოქმნის გამაღიზიანებელ ნივთიერებებსა და ალერგენებს, რომლებიც შესაბამის რეაქციებს იწვევენ.
ობით მოწამვლის 11 ნიშანი
ობით ქრონიკული მოწამვლისას სწორი დიაგნოზის დასმა რთულია მრავალი სიმპტომის გამო, რომლებიც სხვა დაავადებებსა და სინდრომებს გვახსენებს.
ობის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ნეიროკოგნიტური პრობლემები
- გონების დაბინდვა
- ძილის პრობლემები
- აუტოიმუნური პრობლემები
- ანთებითი პროცესები
- სახსრების ტკივილი
- თავის ტკივილი
- კუჭ–ნაწლავის პრობლემები
- გაშეშება და ჩხვლეტა
- მხედველობის დაბინდვა
- ფოტომგრძნობელობა
იმუნური სისტემის დარღვევისას ზოგიერთი ინფექციური დაავადება ფილტვებზე, კანსა და თვალებზეც გავლენას ახდენს.
ძირითადად, სად გვხდება ობი?
ობი სველ და ცუდად განიავებულ შენობებში ყვავის. ზოგჯერ ეს მილების პრობლემით, სახურავის გაჟონვით ან წყალდიდობის შედეგებით იწყება.
ნებისმიერ ადგილას, სადაც წყალი წვეთავს, ობი შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს თაბაშირ–მუყაოზე, ხალიჩების ქვეშ, ხის და ცუდ სამშენებლო მასალებზე.
კონდიციონერის და გათბობის ბინძური სისტემები მტვერს და ტენს იგროვებს, რაც ობის წარმოსაქმნელად იდეალურ პირობებს წარმოადგენს.
გარემოში არსებული ობის გარდა, გვხვდება საკვები პროდუქტების ობიც. მაგალითად, პროდუქტები მიკროტოქსინების მაღალი შემცველობით: ბურღულეული, თხილი, შოკოლადი, ყავა და ღვინო.
როგორ მოვიქცეთ?
სამედიცინო საზოგადოება ობით მოწამვლის სიმპტომებსა და შედეგებს სრულყოფილად არ იცნობს.
თუ ეჭვობთ, რომ ობი თქვენთვის შეიძლება პრობლემა იყოს, მიღებული ინფორმაციის საპასუხოდ ობის მოშორებაზე იზრუნეთ. კარგი სიახლეა ის, რომ ობის საფრთხის მოშორების შემდეგ თქვენს სხეულს აღდგენა შეუძლია.