ორქიდეების ნებისმიერი მფლობელი დაადასტურებს, რომ ამ ყვავილს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ტროპიკული ლამაზმანის მდგომარეობაზე ბევრი რამ გავლენას ახდენს, მათ შორის განათება, ქოთანი და, რა თქმა უნდა, მორწყვა. მორწყვის სიხშირე ჰაერის ტენიანობასა და განათების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. თუ მცენარე ახლახანს შეიძინეთ და მისი მოვლის დეტალებს არ იცნობთ, გირჩევთ ყინულით მორწყვის მეთოდი გამოიყენოთ.
ეს მეთოდი დამწყებ მებაღეს გამოადგება, რადგან როგორც გამოშრობის, ასევე ფესვების ლპობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამასთან, ასეთი მორწყვის მეთოდი მცენარის გამოკვებასაც წარმოადგენს. Vivien.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სწორი ყინული ორქიდეების მოსარწყავად.
ორქიდეების მორწყვა სახლის პირობებში
ორქიდეები ზომიერად რომ მორწყათ, შეგიძლიათ ქოთანში ყინულის ნატეხი ჩადოთ. თუ ყინულს სპეციალური რეცეპტით მოამზადებთ, ფესვების სისტემას მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველყოფთ.
ამ მეთოდის უპირატესობაა ისიც, რომ წყალი ზედმეტი არ მოგივათ და ფანჯრის რაფაზე ზოლებს არ დატოვებთ.
ეგზოტიკური მცენარის მოსარწყავად მკვებავი ხსნარი რომ მოამზადოთ, მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ – ბრინჯი. ჩვეულებრივ, კერძის მომზადებამდე, ბრინჯს კარგად ვრეცხავთ. აი, ამ მღვრიე წყლის გადაღვრა არ ღირს. ამის ნაცვლად გაყინეთ. ოღონდ ერთი პირობა: ყინულისთვის სჯობს ონკანის წყალი არ გამოიყენოთ.
2–3 ბრინჯის ყინულის კუბი საკმარისია, რომ მცენარე ერთხელ მორწყათ. მცენარე სითხეს ნელ–ნელა შეიწოვს.
ბრინჯის წყალი შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა მაგნიუმი, კრემნიუმი, რკინა და ფოსფორი. ისინი ფოტოსინთეზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტრესის მიმართ გამძლეობასა და ზრდაზე გავლენას ახდენს.
თუ მცენარის მორწყვა გიჭირთ, ორქიდეების მოსავლელად მორწყვის ალტერნატიული მეთოდი აუცილებლად სცადეთ და თქვენი შედეგები გაგვიზიარეთ!