მანუალური თერაპიის ეფექტურობაში ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დავრწმუნდი. მეგობარმა მასწავლა, თუ როგორ გამექრო ძლიერი თავის ტკივილი გარკვეულ ადგილებზე მსუბუქი მასაჟით. სწორედ ამიტომ, არ გამკვირვებია, როცა მითხრეს, რომ სტრესის მოსახსნელი წერტილები არსებობს! ეს მეთოდი მთელი თვე საკუთარ თავზე გამოვცადე. ამ პერიოდში ჩემი პროდუქტიულობა თითქმის გაორმაგდა! დრო და ენერგია გამოვნახე იმ საქმისთვის, რომელთაც წლები ყუთებში ვინახავდი. უფრო მეტიც, ახლა მთელი დღე ზომბივით არ დავდივარ. Vivien.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ სად მდებარეობს სტრესის და შფოთვის მოსახსნელი წერტილები.
როგორ გამოვიყენოთ 3 წერტილი სტრესის გასაქრობად
1. პირველ რიგში, ლავიწებთან მდებარე 2 წყვილი წერტილი იპოვეთ. თუ მათი მოძებნა გიჭირთ, მხრები წინ წამოწიეთ, რომ ლავიწის ძვლები წინ გამოვიდეს.
2. ახლა მარჯვენა ხელისგული მუცელზე, ჭიპის მიდამოში დაიდეთ. მარცხენა ხელის ცერა და შუა თითები ლავიწის ქვეშ ღრმულებში დაიდეთ.
3. ხელისგულით და თითებით წრიული მოძრაობა შეასრულეთ იმ მიმართულებით, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. ზეწოლა შექმენით, მაგრამ დიდად არ გაგიტაცოთ, რომ საკუთარი თავი არ დააზიანოთ. 10-30 წრიული მოძრაობა შეასრულეთ.
4. ხელების ადგილები შეცვალეთ და იგივე მოქმედება გაიმეორეთ.
როგორ გვეხმარება
მხნეობის და ენერგიის მატების გარდა, ვარჯიში სხვა სასიამოვნო ბონუსებსაც გაჩუქებთ. მაგალითად, ვარჯიშის ან მჯდომარე პოზაში დიდხანს ყოფნის შემდეგ სხეულის ქვედა ნაწილში სიმძიმეს აქრობს. ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ დიდხანს ჯდომით გამოწვეული მოხრილობა გაქრება. დგომა გასწორდება, ხოლო კისრის და სახის კანი დაიჭიმება.
როგორც ხედავთ, მხნეობის შეძენა ლიტრა ყავის გარეშე შესაძლებელია! აუცილებლად სცადეთ, რომ ამაში თავად დარწმუნდეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოუხდება მათ, ვინც თითქმის მთელი დღე სავარძელში მჯდომარე ატარებს. 10 წუთი და ახალი ადამიანი გახდებით!