კოჟრები გასქელებული და გაუხეშებული კანია ფეხის ძირის მიდამოში. მის წარმოქმნას ფიზიკური დატვირთვის დროს ტერფებზე ძლიერი ზეწოლა ან არაკომფორტულ ფეხსაცმლის ტარება იწვევს. ყველაზე ხშირად ასეთი კოჟრები ბრტყელტერფიანებს აწუხებთ. Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს კოჟრების მოსაშორებლად.
ხალხური საშუალებები კოჟრების მოსაშორებლად
- ნიორი და ქონი. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ 3 ნაწილ ქონს 1 ნაწილი დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. მზა საშუალება კოჟრებზე დაიდეთ და ბინტით დაიფიქსირეთ. აპლიკაცია სჯობს ღამით გაიკეთოთ, დილით დიასახლისის საპნით ჩამოიბანეთ და პრობლემური ადგილები პემზით გაიხეხეთ.
- წყალბადის ზეჟანგი. 1 ლ თბილ წყალს 4 ს/კ ანტისეპტიკური საშუალება დაუმატეთ. ნარევში ფეხები 1 საათით გაიჩერეთ. ამ დროში კოჟრები გასივდება და დარბილდება. ამის შემდეგ პემზით მარტივად მოიშორებთ.
- ხახვი. სანამ დაწვებით, ფეხები თბილი წყლის, დიასახლისის საპნის და საკვები სოდის ნარევში დაიორთქლეთ. ტერფები გაიმშრალეთ და პრობლემურ ნაწილებში ხახვის პიურეს კომპრესი დაიდეთ. პარკით შეიხვიეთ და მჭიდრო წინდები ჩაიცვით, რომ აპლიკაცია მთელი ღამე გაიჩეროთ. დილით კარგად ჩამოიბანეთ და კრემით დაიტენიანეთ. 2–3 პროცედურის შემდეგ კოჟრები გაქრება.
- პროპოლისი. ნახევარ სუფრის კოვზ პროპოლისს ცოტა კარაქი აურიეთ, რომ კვერების მსგავსი რაღაც მიიღოთ. ფეხები დაიორთქლეთ და გაუხეშებულ კანზე მიღებული საშუალება დაიდეთ. პლასტირით ან ბინტით კარგად დააფიქსირეთ, რომ 3 დღე საიმედოდ გაჩერდეს. ვადის გასვლის შემდეგ ფეხები დაიორთქლეთ და პემზით კოჟრები მოიშორეთ. კოჟრებთან ბრძოლა ეფექტური რომ იყოს, სხვადასხვა საშუალებები მონაცვლეობით გამოიყენეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს