აქტივირებული ნახშირით კბილის ემალის ფერის გაუმჯობესება მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეთოდია.
ნახშირში შემავალი კალიუმის ჰიდროქსიდის უწვრილესი კრისტალები კბილების ზედაპირს ხარისხიანად წმენდენ. Vivien.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი კბილების გასათეთრებლად.
ნახშირის გამოყენების მეთოდები
კბილების გასათეთრებლად აქტივირებული შავი ნახშირის გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
- ნახშირის დაფშვნილი აბი შეგიძლიათ კბილის პასტას პირდაპირ ჯაგრისზე დაუმატოთ.
- რამდენიმე აბი დაფშვენით, ცოტა წყალი დაუმატეთ და ისე აურიეთ, რომ ფაფა მიიღოთ. მიღებული ნარევით კბილები გაიწმინდეთ. ამ მეთოდის გამოყენება რეგულარულად შეგიძლიათ.
- ეფექტის გასაძლიერებლად დაქუცმაცებულ ნახშირს წვეთი ლიმონის წვენი აურიეთ და კბილების ზედაპირი ამით დაიფარეთ. ცოტა ხნით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიშორეთ.
პროფესიონალი სტომატოლოგები გირჩევენ აქტივირებული ნახშირი კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენოთ. ასე არა მხოლოდ კბილის ზედაპირს გაითეთრებთ, არამედ რთულად მისაწვდომ ადგილებშიც ბაქტერიების გავლენას გაანეიტრალებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს