ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია უკიდურესად უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც დიდ უხერხულობას იწვევს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ხალხურ მედიცინაში უამრავი მარტივი მეთოდი არსებობს, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გაუმკლავდეთ. დღეს Vivien-ის რედაქცია რამდენიმე მათგანს გიზიარებთ.
სამკურნალო აბაზანა წყალბადის ზეჟანგით და სოდით
ტერფები კარგად დაიორთქლეთ, 1 ჩ/კ სოდა 1 ლ წყალს დაუმატეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი წყალბადის ზეჟანგით კარგად გაჟღინთეთ და სოკოთი დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. ეფექტის გასაძლიერებლად პარკით შეიხვიეთ. მთელი პროცედურა ზუსტად 1 საათი გრძელდება. აუცილებლად დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ. თუ თავისუფალი დრო არ გაქვთ, დღეში ერთხელაც შეიძლება, მაგრამ აუცილებლად რეგულარულად. დღეში რამდენჯერმე დაზიანებული ადგილი წყალბადის ზეჟანგით უნდა გაიწმინდოთ.
ნივრის კომპრესები სოკოს გასაქრობად
ნიორზე დაფუძნებული რეცეპტები ონიქომიკოზის დროს საკმაოდ ეფექტურია. ნივრის კბილები შუაზე გაჭერით, მარილი მოაყარეთ და სოკოვანი ინფექციის კერაზე დაიდეთ. ასევე შეგიძლიათ ნიორი და მარილი ერთად დანაყოთ და ამ მასიდან კომპრესი გააკეთოთ. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ. მსგავსი პროცედურა ტარდება ხახვით. ხახვის ფაფას გამდნარი კარაქი დაუმატეთ და სოკოს საწინააღმდეგო მალამოს მიიღებთ.
ნიშადურის კომპრესები
ონიქომიკოზის სამკურნალოდ ნიშადურის სპირტი საკმაოდ ეფექტურია. 1 ჭიქა წყალს 1 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. მიღებულ სითხეში ბამბის ნაჭრები დაასველეთ და დაზიანებულ ადგილას ღამის კომპრესის სახით დაიდეთ.