გაწუხებთ ცუდი განწყობა, დაბალი იმუნიტეტი და ყაბზობა? თქვენ ნაწლავების ქატოთი წმენდა გიშველით

1092

ქატო ძლიერი „ჯაგრისია“, რომელიც ნაწლავებს ტოქსინებისგან წმენდს. პროდუქტი შეგიძლიათ სუფთა სახით ან სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში მიიღოთ. შედეგი: კარგი განწყობა, ძლიერი ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა. Vivien.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ რეცეპტებს ნაწლავების გასაწმენდად და იმუნიტეტის ასამაღლებლად.

  1. შეკრულობის მოსაშორებლად და ნაწლავების გასაწმენდად ქატო 1–2 თვე უნდა მიიღოთ. 2 ს/კ ქატო ჭამამდე 20 წუთით ადრე დღეში 3–ჯერ მიიღეთ. ქატო კარგად რომ აითვისოთ, მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ წყალი გადაასხით. მნიშვნელოვანია, რომ ქატოს მიღებისას რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიოთ. ეს სამკურნალო ეფექტის მთავარი პირობაა. წელიწადში ერთხელ ორგანიზმის ასეთი წმენდა საკმარისია. ოპტიმალური პერიოდი: შემოდგომა.
  2. ნაწლავები წიდებისგან რომ გაწმინდოთ, ქატო განსაკუთრებული სქემით მიიღეთ. პირველი 10 დღე 1 ჩ/კ პროდუქტი დღეში 3–ჯერ მიიღეთ. შემდეგი 10 დღე ქატოს რაოდენობა 2 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ. შემდეგი 50 დღე რამდენიმე სუფრის კოვზი ქატო დღეში 3–ჯერ მიიღეთ.
  3. 100 გრ შვრია ან ხორბლის ქატო რამდენიმე საათით მდუღარე წყალში მოხარშეთ. წყალი გადაასხით, ქატო ოდნავ გაწურეთ. ნედლეული 100 გრ ქიშმიშთან და 250 გრ ხმელ შავქლიავთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 15 დღის განმავლობაში, სანამ მკურნალობას გადიხართ, სითხის მიღება 1,5-2–ჯერ გაზარდეთ.
  4. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება ყაბზობის დროს: ქატოს და უცხიმო კეფირის ნარევი. საღამოს რამდენიმე სუფრის კოვზი ხმელი ნედლეული მოხარშეთ და რძემჟავა პროდუქტი დაასხით. დილით ნარევი საუზმეს დაუმატეთ ან მის ნაცვლად მიიღეთ.
  5. განავლის დარეგულირებაში ქატოს და რძის ნარევი დაგეხმარებათ. 1,5-2 კოვზ ნედლეულს 1 ჭიქა ცხელი რძე დაასხით. ასეთი საშუალება უზმოზე და ძილის წინ დალიეთ. სასმელს უფრო სასიამოვნო გემო რომ მიანიჭოთ ცოტა თაფლი დაუმატეთ.
  6. 2 ს/კ ჭვავის, ხორბლის, შვრიის ან ბრინჯის ფქვილს 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი ან კეფირი დაასხით. გემოვნებით თაფლი, დაქუცმაცებული კაკალი და ჩირი დაუმატეთ. ნარევი 1 თვის განმავლობაში საუზმის ნაცვლად მიიღეთ. თუ ყაბზობას სრულად ვერ მოიშორებთ, კურსი 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს