ხალხური მეთოდები ყელის ტკივილის მოსაშორებლად

2401

Vivien.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ მეთოდებს, რომელთად დახმარებით ყელის ტკივილს სწრაფად მოიშორებთ.

ცხელი რძე თაფლით და ჟოლოს მურაბით ყელის სამკურნალო ეფექტურ საშუალებად ითვლება. ცხელი რძე თაფლთან ერთად უნივერსალური სამკურნალო საშუალებაა მაღალი ტემპერატურის დროს. ხოლო ჟოლოს მურაბას ძლიერი გამახურებელი ეფექტი აქვს, ამიტომ სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად სითბოში რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდით.

ხშირად ყელის ტკივილის დროს თბილი სასმელი ერთადერთი პროდუქტია, რომლის დალევაც კომფორტულად შეგვიძლია ყლაპვისას მტკივნეული შეგრძნებების გამო. თბილი სასმელი ყელის ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს, ანთებას ამცირებს და პირის ღრუში დეზინფექციას ახდენს. ნატურალური თაფლი სასმელს სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით ამდიდრებს, რომელსაც დაავადებების დროს სხეულის სიმტკიცის შენარჩუნება შეუძლია.

ალოეს წვენი, ასევე ქრისტესისხლას და მზიურას წვენები ყელის ტკივილის დროს ეფექტურ საშუალებებად ითვლება. ეს საშუალებები შეგიძლიათ პირის ღრუს სავლებად გამოიყენოთ. მცენარის წვენი არ გადაყლაპოთ, ცოტა ხნით პირში დაიგუბეთ, შემდეგ გადმოაფურთხეთ და ჩვეულებრივი წყალი დალიეთ.

ყელის სამკურნალოდ ბროწეულის წვენიც კარგ შედეგს იძლევა. ის ლორწოვანი გარსის აქტიურად შეხორცებას და სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს.

თუ ყელის ტკივილმა მოულოდნელად შეგაწუხათ, ქიმიური პრეპარატების შესაძენად აფთიაქში გაქცევა არ იჩქაროთ. ამ პრობლემას უმოკლეს დროში ხალხური რეცეპტებით შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს