ამ დაავადებებს ხახვი აბებზე უკეთ კურნავს

1009

რატომ გავრბივართ ყოველთვის აფთიაქში, როცა საკუთარი ბოსტნეულის ყუთის გახსნა შეგვიძლია? გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ხახვს თითქმის ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

რა შედის ხახვში?

ეს მწვავე ბოსტნეული მდიდარია გოგირდით, რომლის წყალობით ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. გოგირდი ხახვს ჰომეოპათიური მკურნალობისთვის იდეალურს ხდის.

1. სინუსს ამშვიდებს

შეგიძლიათ უბრალოდ თავი უკან გადასწიოთ და ზემოდან ცხვირზე ხახვის რამდენიმე ნაჭერი დაიდოთ. შეგიძლიათ ხახვი დაჭრათ, თეფშზე დაყაროთ, თავზე პირსახოცი გადაიფაროთ და ამ ბოსტნეულის სუნი ისუნთქოთ. პროცედურა სასიამოვნო არაა, მაგრამ ცხვირს შესანიშნავად წმენდს!

2. ხველას ამშვიდებს

სანამ აფთიაქში გაიქცევით და ხველის საწინააღმდეგო სიროფზე ფულს დახარჯავთ, სიროფის მომზადება სახლის პირობებში სცადეთ. 1 თავი წითელი ხახვი, ½ თავი ნიორი და ნახევარი ფინჯანი ყავისფერი და თეთრი შაქარი აიღეთ. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ და 1 ფინჯანი თაფლი დაასხით.

თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში 8-12 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ – 1 ჩ/კ ან 1 ს/კ ერთ მიღებაზე. გემო საშინელი აქვს, მაგრამ წამიერად დაგეხმარებათ.

3. გულისრევას მოგაშორებთ

თუ გული გერევათ და მაცივარში ხახვი გაქვთ, სასწრაფოდ სამზარეულოში წადით. 1 თავი ხახვი აიღეთ, შუაზე გაჭერით და თითოეული ნაჭერი იღლიების ქვეშ დაიდეთ. რამდენიმე წუთით გაიჩერეთ. გულისრევა აღარ შეგაწუხებთ.

4. სისხლდენა შეაჩერეთ

თუ კანი გაიჭერით და არ იცით, თუ რა ქნათ, ხახვის ნაჭრები მარლაში გაახვიეთ და შემდეგ ჭრილობაზე დაიდეთ. თუ პროცედურას ხშირად გაიმეორებთ, ჭრილობა სწრაფად შეხორცდება.

5. ფეხის უსიამოვნო სუნს გააქრობს

ხახვს სოკოს საწინააღმდეგო ძლიერი თვისება გააჩნია. თუ თქვენი ფეხები სპეციფიკურ სუნს გამოყოფს, ესე იგი სოკო გაქვთ. ტერფები ხახვით 10 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ, შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ. შესაძლებლობის მიხედვით ეს ციკლი დღეში 3-ჯერ გაიმეორეთ. სუნი 2-3 დღეში გაქრება.

6. კოღოების ნაკბენი

თუ კოღოს ნაკბენი ძალიან გეფხანებათ, უბრალოდ ხახვის ნაჭერი დაიდეთ და მალე ქავილი გაქრება.

7. ყურის ინფექცია მოიშორეთ

ნებისმიერმა, ვისაც ყურის ტკივილი აწუხებდა, იცის თუ ეს როგორი ჯოჯოხეთია. ჩვეულებრივ, მის მოსაშორებლად ადამიანი მზადაა ნებისმიერი რამ გააკეთოს. ასე რომ, ხახვის ნაჭერი ყურში ჩაიდეთ. მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. თუ შაკიკი გაწუხებთ, პროცედურა ძილის წინ გაიმეორეთ. ხახვი ყურის ნიჟარაში დილამდე გაიჩერეთ და მიხვდებით, რომ ჩვენ მართლები ვიყავით.

8. აკნეს აქრობს

შავი წერტილების და ფერიმჭამელების მოსაშორებელი სპეციალური საშუალება საკმაოდ ძვირი ღირს. აი, ალტერნატიული საშუალება: 1 დაქუცმაცებული საშუალო ზომის ხახვი და ½ ჭიქა თაფლი აურიეთ. ნარევი სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ, სანამ სქელ პასტას არ მიიღებთ. კანის ნაწილზე წაისვით, სადაც ფერიმჭამელი ხშირად გიჩნდებათ.

9. თმის ცვენას აფერხებს

ხახვში შემავალი გოგირდი თმის ცვენას აფერხებს. ხახვი გაწურეთ და დაბანის დროს მიღებული ხახვის წვენი თავზე გადაივლეთ. სუნის გაქრობას შამპუნით შეძლებთ, ხოლო თმის ძირები სერიოზულად გაძლიერდება.

10. ხახვი ნაწიბურებს შეამცირებს

ეს სასწაულია, მაგრამ ქირურგიული ნაწიბურები ხახვის დახმარებით შეგიძლიათ შეამციროთ. უბრალოდ კანის საჭირო ადგილას რეგულარულად შეიზილეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს