ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სახის კრიალა კანი გულს გიხარებდათ, ახლა კი ნაოჭები მოსვენებას არ გაძლევენ? დაუყონებლივ იმოქმედეთ!დღეს კანის გასაახალგაზრდავებლად თურქული ნიღბის შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ.ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და არანაირ ეგზოტიკას არ შეიცავს. მკაფიო გასწორებული ეფექტი უკვე პირველივე პროცედურაზე მიიღწევა.
როგორ გავიახალგაზრდავოთ კანი
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნიღაბი მხოლოდ გაწმენდილ კანზე უნდა წაისვათ! ზოგიერთმა კომპონენტმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ მგრძნობიარე კანის მფლობელებმა თაფლი და დარიჩინი სჯობს ამოიღონ. მათ ნაცვლად კვერცხის გული დაამატეთ.
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ საკვები სოდა
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1 ჩ/კ თხევადი E ვიტამინი (აფთიაქში იყიდება)
- ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 4 ჩ/კ რძე ან ნაღები
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ: საკმაოდ სქელი მასა გამოვა. ნიღაბი სქელ ფენად გაწმენდილ სახესა და ყელზე წაისვით. თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ. გაშრობა აცადეთ.
- 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, კანი ოდნავ გაიხეხეთ.
ნიღბის მოშორებისთანავე იგრძნობთ, რომ კანი უფრო ნათელი, დაჭიმული გახდა, ფორები გაიწმინდა და შევიწროვდა. ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ გამოიყენეთ, რომ ხალხმა თქვენი ასაკი რაც შეიძლება დიდხანს ვერ გამოიცნოს!
მეგობრებს თქვენი ახალგაზრდობის საიდუმლოს გაგება ნამდვილად მოუნდებათ. ამ ნიღბის რეცეპტი გაუზიარეთ.