როგორ მოვიშოროთ ფრჩხილების ლაქი უსაფრთხოდ

1471

ყველა ქალი ლამაზ ხელებსა და ფრჩხილებზე ოცნებობს. თუ ფრჩხილებს იღებავთ, მისი მოშორების დროც აუცილებლად მოვა. თუმცა რითი უნდა მოიშოროთ?

ახლა სხვადასხვანაირი ფრჩხილის მოსაშორებელი საშუალება იყიდება: აცეტონით და მის გარეშე, არომატული სითხე. ამასთან მწარმოებლების დიდი არჩევანია. საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად ყველა ვარიანტი უნდა განიხილოთ.

რომელი საშუალებით უნდა მოიშოროთ ფრჩხილებიდან ლაქი?

თქვენ უამრავი საშუალებიდან არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სითხე, სველი აპლიკატორი, თუმცა ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მოგიწევთ შეიძინოთ ფრჩხილების ლაქის მოსაშორებელი საშუალება აცეტონით თუ მის გარეშე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აცეტონის გარეშე საშუალება უფრო ნაზია, ფრჩხილებს იმდენად არ აშრობს და მცენარეული წარმოშობის ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ლაქს შლიან, აცეტონი კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან ტოქსიკური და მავნებელია.

თუ მედლის მეორე მხარეს შეხედავთ, მიხვდებით, რომ აცეტონის შემცველი სითხე უფრო ეფექტურია და მისი დახმარებით ლაქს უფრო სწრაფად და მარტივად მოიშორებთ.

ფრჩხილებიდან ლაქის მოშორების რაოდენობა შეამცირეთ

თუ ფრჩხილებს უფერო ლაქით შეიღებავთ, მისი მოშორება გაცილებით მარტივი იქნება. სწორედ ამიტომ, ამ პროცედურისთვის შეგიძლიათ სითხე აცეტონის გარეშე გამოიყენოთ. თუ ღია ფერის ლაქის მოყვარული ხართ, თქვენ უფრო ეფექტური საშუალება დაგჭირდებათ და მის შემადგენლობაში აცეტონი აუცილებლად იქნება.

რით მოვიშოროთ ფრჩხილებიდან ლაქი?

თქვენ რომელი მოგწონთ? ბამბა, ქაღალდის სალფეთქი თუ სინთეტიკური დისკი – აირჩიეთ ის, რომელიც მოგწონთ. ბამბის შემდეგ წვრილი ბოჭკოები ფრჩხილებზე რჩება, დისკი ზოგჯერ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი იშლება, ხოლო სალფეთქი იხევა.

როგორც უკვე შეამჩნიეთ, იდეალური საშუალება არ არსებობს და ყველა საკუთარი სურვილით ირჩევს. უბრალოდ თითოეული გამოცადეთ და განსაზღვრეთ, თუ რომელი უფრო გიხდებათ.

ამ საშუალებების გარდა კიდევ სპეციალური აპლიკატორი არსებობს, რომელიც ლაქის მოსაშორებელი სითხით კარგად იჟღინთება და ფრჩხილებს უფრო მარტივად წმენდს. შესაძლოა, ეს ვარიანტი უფრო მოგეწონოთ.

აი, ფრჩხილებიდან ლაქის მოსაშორებელი ყველა საშუალება განვიხილეთ და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ.

ინსტრუქცია: როგორ მოვიშოროთ ფრჩხილებიდან ლაქი? ამ ინსტრუქციას მიყევით და თქვენი ფრჩხილები არ დაზიანდება!

  1. ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ.
  2. მაგიდაზე პირსახოცი გაფინეთ და გვერდით სალფეთქი დაიდეთ, იმ შემთხვევაში, თუ ლაქის მოსაშორებელი სითხე იატაკზე დაგეღვრებათ (ავეჯს ძალიან აზიანებს). რამდენიმე ბამბის ბურთი მოამზადეთ იმ შემთხვევისთვის, თუ ფერადი ლაქის მოშორება გაგიჭირდებათ.
  3. თქვენი საშუალება ლაქის მოსაშორებელ სითხეში დაასველეთ.
  4. დასველებული აპლიკატორი ფრჩხილებზე დაიდეთ. ლაქი სწრაფი ქაოტური მოძრაობით არ მოიშოროთ, უბრალოდ დაიდეთ და 30-40 წამით ფრჩხილებზე გააჩერეთ.
  5. შემდეგ აპლიკატორის მოშორების გარეშე ფრჩხილის ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე იმოძრავეთ. თუ 30-40 წამი საკმარისი აღმოჩნდა, ლაქს ერთი მოძრაობით მოიშორებთ. თუ ლაქა ისევ დარჩა, მაშინ პროცედურა გაიმეორეთ.
  6. თუ ლაქი ფრჩხილის კუთხეებში დაგრჩათ, მაშინ ბამბის დისკი გამოიყენეთ. სითხეში დაასველეთ, დაიდეთ, დაელოდეთ და ერთი მოძრაობით ლაქის ნარჩენები მოიშორეთ.
  7. მსგავსი პროცედურა ყველა ფრჩხილზე გაიმეორეთ.
  8. ლაქის მოშორების შემდეგ სითხეს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, ხელები საპნით დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით.

თუ დრო გაქვთ, ფრჩხილების კვლავ შეღებვამდე ხელის გამაჯანსაღებელი და გამაძლიერებელი აბაზანა გაიკეთეთ. მაგალითად, 1 ჭიქა თბილ წყალში ნახევარი ჩ/კ იოდი და 1 ჩ/კ მარილი გახსენით. მხოლოდ 15 წუთს დახარჯავთ და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

ესეც ასე, ახალი მანიკიურისთვის მზად ვართ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს