თითქმის პანაცეა. ყველა დაავადების სამკურნალო საშუალება – როგორ აკეთებენ ჩინელები

1337

ავტორის ტექსტი: საუკუნეების მიერ გამოცდილი რეცეპტი მაქვს, რომელიც მინდა თქვენ გაგიზიაროთ. ეს რეცეპტი ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. ჩემს ხელში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.მე და ჩემი დაქალი კოსმეტიკის გამოფენაზე ვიყავით. მთელი დღე დავდიოდით. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დავიღალეთ და ჩაის დალევა და ბუტერბროდის მირთმევა გადავწყვიტეთ. დაქალმა თერმოსი ამოიღო. დავსხედით და ვსვამთ. გვერდით ქალი დამიჯდა. დაქალმა მას ჩაი შესთავაზა. ამ ქალსაც უარი არ უთქვამს და ჩვენ შორის საუბარი გაიმართა.

ქალი გვეუბნება: „გოგოებო, თქვენ როგორი ახალგაზრდები ხართ! რაში გჭირდებათ კოსმეტიკა! ჩვენ გაოცებული ვიყავით: „ჩვენ ვართ ახალგაზრდები? ჩვენ ბევრი დაავადება გვაწუხებს“. დაავადებების ჩამოთვლა ვერ მოვასწარით, რომ ამ ქალმა ყველა პრობლემის მოგვარების საშუალება დაგვისახელა. პირი დავაღეთ: „ეს როგორ მუშაობს?“ – „ენით“, ჩვენ კი უბრალოდ ვისხედით და ბუტერბროდებს მივირთმევდით.როგორც აღმოჩნდა, ეს ქალი ხალხური მკურნალი იყო. მას მკურნალობის შესახებ რჩევები ვკითხეთ. რაზეც ქალმა გვიპასუხა, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთიდან დაბრუნდა, სადაც ექიმებთან განიხილავდა სიტუაციას (მას თირკმლის ამოღებას უპირებდნენ). ჩინელებმა მას დილით ნივრის წუწნა გამოუწერეს, სანამ ორგანიზმი არ აღდგებოდა.

როცა დილით ვიღვიძებთ, პირში ნამდვილი „სანარცხეა“. ნივრის კბილი წვრილად დაჭერით, 5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ პირში ჩაიდეთ და ნერწყვით მთელ ღრუში მოატარეთ, ენით წუწნეთ. ნერწყვი სისხლში ხვდება და სისხლძარღვებსა და ლიფმას წმენდს.

პირის ღრუ ძლიერდება, ღრძილების სისხლდენა ჩერდება. ლორწოვანი გარსის შეშუპების თავიდან ასაცილებლად ნივრის კბილის ფირფიტით უნდა დაიწყოთ და ნელ-ნელა ერთ კბილამდე გაზარდოთ. 30 წუთით წუწნეთ. ნივრის ჩენჩო არ გადაყლაპოთ. სუნი რომ არ გქონდეთ. ისაუზმეთ, კბილები გაიწმინდეთ. ყავის მარცვალი ან ოხრახუში დაღეჭეთ.

მკურნალმა ვანგას სიტყვები შეგვახსენა: „სანამ ნიორი არსებობს, დედამიწა იცოცხლებს“. და განმარტა: ბევრი თვლის, რომ ნივრის დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად საკმარისია. ძირითადად, ეს მადის გასაძლიერებლად ხდება და უმეტესობა მათგანი კუჭში ხვდება. ხოლო როცა ნიორს წუწნით, წვენი სისხლში ხვდება და მას წმენდს.

ეს რეცეპტი არსად გვხვდება და ნამდვილად მოქმედია. თუ სურდოს სეზონზე მის მიღებას დაიწყებთ, სერიოზული შედეგებისგან დაგიცავთ. თუ ჯანმრთელობის აღდგენა გსურთ, ამ რეცეპტთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესიც უნდა შეცვალოთ. მავნე ჩვევებზე უარი თქვით, ბევრ ჭამას შეეშვით და ასე 100 %-იან ეფექტს მიიღებთ.

გეტყვით, რომ ამ რეცეპტის იმწამსვე ვირწმუნე. ანემია მქონდა და ამიტომ ბევრ რკინის შემცველ პრეპარატს ვიღებდი. მათზე უარი ვთქვი და ყოველ დილით ნივრის წუწნა დავიწყე. 1 თვეში სისხლის ანალიზი გავიკეთე.

წარმოიდგინეთ როგორი გაოცებული ვიყავი, როცა ჰემოგლობინი 120 ერთეული მქონდა! ადრე 86-ზე მაღალი არასდროს მქონია! შემდეგ თირკმლებზე ექოსკოპია გადავიღე. ჩემი პიელონეფრიტიც გაქრა!

ამ რეცეპტის შესახებ მეგობარს ვუამბე, რომელიც აგარკზე ცხოვრობს. მას შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდზე ცხენის ხველა (ქრონიკული ბრონქიტი) ეწყება.

მან ნივრის წუწნა დაიწყო და ამ მეთოდის ფანი გახდა. ხველამ ნელ-ნელა უკან დაიხია. მას სისხლძარღვების სპაზმები ხშირად ჰქონდა, რომლის დროსაც ტუჩები ულურჯდებოდა და უმოძრაოდ იწვა – ნივრის გამოყენების შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა.

ჩემ მეუღლეს თირკმლებში კენჭები ჰქონდა, შარდს სისხლი მოყვებოდა. ნივრის წუწვნა დაიწყო და შარდი გამჭვირვალე გახდა, კანი გაიწმინდა. განკურნების მაგალითების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება. ამ რეცეპტის გამოყენებით და შეუპოვრობით ადამიანები კარგ შედეგებს იღებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს