როგორ გამოვიყენოთ ლუდის საფუარი წონაში დასაკლებად

733

ადამიანის ორგანიზმისთვის ლუდის საფუარის უპირატესობას შეიძლება დავამატოთ ის, რომ მას შეუძლია წონაში დაკლება დაგვეხმაროს.ლუდის საფუარი ერთუჯრედიანი სოკოს მიერ წარმოიქმნება, რომელიც არა მხოლოდ საკვები დანამატის სახით, არამედ ლუდის მოსამზადებლად გამოიყენება.

1 ს/კ საფუარი 32 კალორიას, 1 გრ ცხიმს, 4 გრ ნახშირწყლებს, 2,5 გრ უჯრედისს და 4 გრ ცილას შეიცავს. ამასთან თიამინის, რიბოფლავინის, ნიაცინის, B6 ვიტამინის და პანთოტენორუ მჟავის დღიური ნორმის 25 ან უფრო მეტ პროცენტს შეიცავს.

ანუ ლუდის საფუარის B ჯგუფის ყველა ვიტამინს, ასევე ფოსფორს შეიცავს. საფუარი ასევე მდიდარია თუთიით, მანგანუმით და ქრომით. სწორედ ამ თვისებების წყალობით შესანიშნავი ვარიანტია, რომ წონაში ჯანსაღი გზით დაიკლოთ.

სწორედ, ლუდის საფუარი ორგანიზმს დიეტისთვის აწყობს. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. დადებითი შედეგის მისაღებად რიგი წესი უნდა დაიცვათ.

  • პირველ რიგში, საფუარმა შეიძლება მადა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ, სასარგებლო საკვების მიღება მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, ტკბილ და ფქვილიან პროდუქტებზე უარი უნდა თქვათ. ასევე დიეტის რეჟიმი უნდა დაიცვათ.
  • სასურველია უფრო ხშირად, მაგრამ პატარა პორციებით მიირთვათ. უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტები მირთმევა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მაგალითად, ხილი და ბოსტნეული.
  • ლუდის საფუარი B ჯგუფის ვიტამინებით, უჯრედისით და მინერალებით მდიდარია. თუმცა მხოლოდ მისი მიღებით ჭარბი წონის მოშორებას ვერ შეძლებთ. თუ გახდომა გსურთ, დღიური კალორიების დათვლა მოგიწევთ.

კვების რეჟიმი კალორიების დათვლაში დაგეხმარებათ.