რა უნდა ვიცოდეთ მსხალის, როგორც ანტიბიოტიკის შესახებ.

1129

მსხვალი – B ჯგუფის, C, P, და PP ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვა ხილზე მეტ თუთიას. მდიდარია სპილენძით, ვანადიუმით, მოლიბდენით, ნიკელით, ფტორითა და იოდით. მსხლის საზფხულო ჯიშები მეტ მანგანუმს შეიცავენ, ზამთრის ჯიშები კი ნაკლებს.მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ მხსლის ახალგაზრდა ფოთლები ფენოლს შეიცავენ, რომელიც თავისი მოქმედებით ძალიან ახლოსაა კარბუტინთან – სოკოს საწინააღმდეგო საშუალებასთან. უძველეს დროში, ხარშავდნენ მსხლის ფოთლებს, აკეთებდნენ ნაყენს და ასე მკურნალობდნენ სოკოვან დაავადებებს, კანის ანთებით პროცესებსა და დერმატიტს.

  • დაფხვნილი, გამხმარი ახალგაზრდა ფოთლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენებოდა ოფლიანობის სამკურნალოდ.
    მსხლის წვენი ან ნახარში გამოიყენება წყურვილის მოსაკლავად, მაღალი სიცხის მქონე ავადმყოფების მკურნალობისას.
    მსხალი სასარგებლოა განწყობის გაუმჯობესებისათვის, ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად, გულისცემის ნორმალიზებისთვის, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
  • ახალი და გამომშრალი მსხალი – ჩართულია გასახდომ, შაქრიანი დიაბეტის, ცისტიტისა და თირკმლის დაავადებების მქონეთა დიეტებში.
    ამისთვის 1/2 ჭიქა მსხის ჩირი და 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი მოხარშეთ ორ ჭიქა წყალში. გააჩერეთ 1 საათით, გაწურეთ. მიიღეთ 0.25-0.5 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
  • ბავშვის კუჭის აშლილობისას ამზადებენ მსხლის კისელს. თმცა შემკვრელი თვისებით უფრო ველური მსხალი გამოირჩევა. გირჩევთ შეაგროვოთ ისინი და შეინახოთ ქაღალდში, გრილ ადგილას.
  • მსხლის წვენი და ნახარში (ახალი და ჩირიც)გამიყენება როგორც სითხის გამომდევნი საშუალება, ის სასარგებლოა თირკმელებში კენჭის ქონის დროს. წვენისა და ნახარშის ხანგრძლივად მოხმარება სრულად გაგათავისუფლებთ ქვისგან.

მსხალი ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში როგორც პროსტატის სამკურნალო საშუალება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს