დეტოქს სასმელის 2 რეცეპტი, რომელიც სრულყოფილ საკვებს ჩაგინაცვლებთ

1085

დეტოქს სასმელები არა მხოლოდ ძალიან სასარგებლო, არამედ წარმოუდგენლად გემრიელია. თქვენი დილა 1 ჭიქა ცივი ხილის წყლით დაიწყეთ და მთელი დღე თავს მხნედ იგრძნობთ.

როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან:ეს სასმელები ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ, ორგანიზმს ეფექტურად გაწმენდს და სტრესს შესანიშნავად გაუმკლავდება. მათი მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს. თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ – ცივი წყალი და ცოტა ხილი.

დეტოქს სასმელი ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კიტრი
  • ½ ლიმონი
  • ¼ ფორთოხალი
  • 700 მლ ცივი წყალი
  • 1 მუჭა პიტნის ფოთლები

ყველა ინგრედიენტი წვრილად დაჭერით და ცივი წყალი დაუმატეთ. სასმელი მაცივარში 1 საათით დააყენეთ. წყალთან ერთად დალიეთ. 21 დღიანი კურსით ორგანიზმს ეფექტურად გაწმენდთ და ჭარბ წონას მოიშორებთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ამ სასმელით საკვების ერთ-ერთი მიღება ჩაანაცვლეთ.

დეტოქს სასმელი მარწყვით

ინგრედიენტები:

  • 1 ლ ცივი წყალი
  • 1 ლიმონი
  • 100 გრ მარწყვი
  • ½ ვაშლი
  • 1 მუჭა პიტნის ფოთლები
  • ¼ ს/კ დარიჩინი

ყველა ინგრედიენტი დაჭერით და ცივი წყალი დაუმატეთ. სასმელი მაცივარში 1 საათით დააყენეთ. გამოიყენეთ ისე, როგორც წინა სასმელი.

ხილიანი წყალი არა მხოლოდ გაგაგრილებთ, არამედ ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს