5 შინაურული მეთოდი კანის უსაფრთხოდ გასაღიავებლად

1026

სახლის პირობებში კანი შეგიძლიათ ქიმიური საშუალებებით, ან ნატურალური პროდუქტებით გაიღიავოთ. დღეს სწორედ რომ კანის გამაღიავებელ ნატურალურ პროდუქტებზე გიამბობთ. ნატურალური პროდუქტები ხელოვნური ანალოგებისგან განსხვავებით ბევრად უსაფრთხო და გამოსაყენებლად მარტივია. რა თქმა უნდა, შედეგის ცდა მოგიწევთ, მაგრამ მასში დარწმუნებული იქნებით.

1. ლიმონის წვენი

  • ლიმონი ნატურალური და ძალიან ეფექტური პროდუქტია. მასში არსებული C ვიტამინის წყალობით, რომელსაც ორგანიზმში მელანინის წარმოების რეგულირება შეუძლია, ლიმონი კანის გაღიავების თვისებებით ცნობილია.
  • მელანინი კანის შეფერილობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ლიმონი შეიცავს ციტრუსის მჟავა, რაც განახლებას და კანის უჯრედების რეგენერაციას ხელს უწყობს.
  • უბრალოდ ლიმონის ნაჭერი გაჭერით და სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილზე წაისვით, რომლის გაღიავებაც გსურთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენში ბამბის დისკი დაასველოთ და კანზე დაიდოთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ მზის სხივების ზემოქმედებისგან თავი უნდა შეიკავოთ. სწორედ ამიტომ, პროცედურა დასვენების დღეებში საღამოს გაიკეთეთ.

2. ხახვი

  • უფრო ზუსტად, ხახვის წვენი, რომელიც გოგირდს და C ვიტამინს შეიცავს. ხახვის სასარგებლო თვისებებს შორის აღსანიშნავია, რომ ის თმის ფოლიკულების ზრდას სტიმულირებს, ჭრილობას წმენდს და ქერტლს ებრძვის.
  • ამასთან, შესანიშნავი ვარიანტია, რომ მთელი წელი ლამაზი კანი გქონდეთ.
  • თუ გსურთ, ნაოჭები შეამციროთ და ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ, პიგმენტური ლაქები და აკნე მოიშოროთ, ხახვის წვენი გარეგნულად გამოიყენეთ.
  • ამისთვის ხახვი დააბლენდერეთ, შემდეგ მიღებულ მასაში ბამბის დისკი დაასველეთ და პიგმენტურ ლაქაზე ან კანის მუქ ნაწილზე დაიდეთ.
  • მოქმედებისთვის 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, თუ კანის რაიმე სახის დაზიანება (ჭრილობა, გაღიზიანება და ა.შ.) გაქვთ, შეიძლება ოდნავ წვა იგრძნოთ.

3. ძმარი

  • ვაშლის ძმარი თქვენი ჯანმრთელობის და სილამაზის ერთ-ერთი ერთგული მოკავშირეა. ყველაფერი ეს კი მჟავე-ტუტე ბალანსის წყალობით, რომელსაც ის ფლობს. ვაშლის ძმარი ფორების შეკვრას ხელს უწყობს და კანს უფრო ბზინვარეს ხდის.
  • ამ შინაურული საშუალების გამოყენება მარტივია. უბრალოდ ვაშლის ძმარში ბამბის დისკი დაასველეთ და პიგმენტურ ლაქაზე დაიდეთ. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

4. რძე

  • ალბათ, ძველი ეგვიპტის დედოფლის, კლეოპატრას შესახებ გსმენიათ, რომელიც თავისი სილამაზის შესანარჩუნებლად რძის მჟავაზე დაფუძნებულ საშუალებას იყენებდა.
  • რძის აბაზანა კანის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და ასე კანს უფრო სუფთას, რბილს და გლუვს ხდის.
  • გარდა ამისა, რძეს შესანიშნავი მათეთრებელი თვისება გააჩნია. ის კანის ფერს ათანაბრებს, მას ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს და მცირე პიგმენტურ ლაქებს აქრობს.
  • შეგიძლიათ პილინგი გაიკეთოთ, ამისთვის თბილ რძეში ბამბის დისკი დაასველეთ და სახე გაიწმინდეთ. მოქმედებისთვის მთელი ღამე გაიჩერეთ, დილით კი ჩვეულებრივად დაიბანეთ.

5. კიტრი

  • კოსმეტიკური პროცედურის ტიპიური სახე – კიტრის ნაჭრები ქუთუთოებზე და ეს გასაოცარი არაა, რადგან კიტრი ძალიან ბევრ წყალს შეიცავს და ამით ქუთუთოს და თვალის ირგვლივ კანს დასვენებასა და აღდგენაში ეხმარება.
  • გარდა ამისა, კიტრი E ვიტამინით და ეთერზეთებით მდიდარია, რაც მას ლამაზი კანის მისაღწევად შესანიშნავ მოკავშირედ აქცევს. კიტრი კანს უფრო რბილს ხდის, ლაქებს და ნაოჭებსაც აქრობს.
  • კიტრი გაასუფთავეთ, თესლები ამოიღეთ, დააბლენდერეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. შემდეგ ნარევი სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და პრაქტიკულად წამიერად დაინახავთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს