11 ნივთი რომლის მოშორებაც მოგიწევთ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის

800

როცა საქმე ჯანმრთელობის შენარჩუნებას ეხება, როგორც წესი ახალი ნივთების შეძენა გვიწევს, მაგალითად: სპორტული ტანსაცმლის, ფიტნეს აღჭურვილობის ან ჯანმრეთელი რაციონის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტის. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის! ჯანმრთელად გახდომა თუ გსურთ, არა მარტო ნივთების შეძენა, არამედ მათი მოშორებაც მოგიწევთ.

  1. ძველი პლასტმასის კონტეინერები: გადახედეთ თქვენს ძველ პლასტმასის კონტეინერების კოლექციას და მათ შორის „PK” მანიშნებლების მქონეები ანუ „პოლიკარბონატის” შემცველი კონტეინერები გადაყარეთ. აჯობებს თუ შუშის კონტეინერების მოხმარებაზე გადახვალთ, რადგან ისინი ქიმიკატებს არ შეიცავენ.
  2. აეროზოლები: მართალია ზოგიერთი კომპანია ამტკიცებს, რომ ფტალატის (DEHP) გამოყენებას წყვეტენ, მაგრამ უმეტეს ჰაერის გამწმენდებში მათი გამოყენება კვლავ გრძელდება. ეს მავნე ნივთიერება ნეგატიურად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემასა და ორგანიზმის ზოგად განვბითარებაზე.
  3. საპონი ანტიბაქტერიული ეფექტით: ანტიბაქტერიული საპონი ეფექტურობით ჩვეულებრივ საპნებს ვეღარ ჯობნის და შესაძლოა პოტენციურად საშიშიც იყოს. კვლევის თანახმად – ტრიკლოზანი (ანტიბაქტერიული საშუალებების მოქმედი საშუალება) ცხოველებში ჰორმონების რეგულაციას ცვლის და ადამიანებში კი შესაძლოა ანტიბიოპტიკების მიმართ მდგრადობა გამოიწვიოს.
  4. სარბენი ფეხსაცმელი: სარბენი ფეხსაცმლის უმეტესობა ყოველი 400-500 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეცვალოთ. მორბენალს, რომელიც კვირაში 40-50 კილომეტრს გარბის – ფეხსაცმლის შეცვლა 3 თვეში ერთხელ მოუწევს. როდესაც ფეხსაცმელი ფუჭდება, კარგავს ამორტიზირების უნარს და ფეხს ტრამვის მიღების რისკის წინაშე აყენებს. თუ არარეგულარულად დარბიხართ, მაინც აჯობებს თუ ფეხსაცმელს ყოველ 6 თვეში შეიცვლით.
  5. გაცვეთილი კბილის ჯაგრისი: თუ კბილებს დღეში ორჯერ იხეხავთ, კბილის ჯაგრისი უფრო სწრაფად გაფუჭდება. ექიმის რჩევას თუ დავუჯერებთ, კბილის ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. დეფორმირებული ჯაგრისი კარგავს ეფექტურობას და შესაძლოა კარიესის მიზეზად იქცეს.
  6. საჭმლის ნარჩენები მაცივარში: რაც შეეხება ცხოველური წარმომავლობის მქონე საჭმელს, მათთან სამი წესი უნდა გამოვიყენოთ: ჭამე, გაყინე ან მოიშორე! ლისტერიოზი (ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში საკვების მეშვეობით ხვდება) დაკავშირებულია ისეთ საშინელებებთან როგორიცაა დიზენტერია, მუცლის მოშლა ან სიკვდილი. ამიტომ არ ღირს საკვების სიახლის დავიწყება და ხშირად გამოათავისუფლეთ თქვენი მაცივარი, რათა თავი დაიცვათ საშინელი შედეგებისგან.
  7. ჭუჭყიანი ყუთი კონტაქტური ლინზებისთვის: ლინზების ჭუჭყიანი ბუდის გამოყენება შესაძლოა თვალის დაავადებების პირველწყაროდ იქცეს. რეკომენდებულია მისი სამ თვეში მინიმუმ ერთხელ შეცვლა. ის ყოველდღე უნდა გარეცხოთ. თუ ამ წესს დაივიწყებთ შესაძლოა თვალის რქოვანას წყლული განივითაროთ – რამაც შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ!
  8. ვადაგასული გასარუჯი კრემი: როდესაც საქმე გასარუჯ კრემს ეხება, ვადას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა! ქიმიური ნივთიერებები რომლებიც მზის სხივების მავნე ზემოქმედებას ბლოკავენ, დრო და დრო ნადგურდება. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი კრემი გამოიყენეთ – ეს თქვენ დამღუპველი შედეგებისგან ვერ გიხსნით!
  9. ძველი ტუჩსაცხი: ყველაფერი რაც პირის ღრუს სიახლოვეს გამოიყენება – ბაქტერიებს ძალიან სწრაფად აგროვებს. ტუჩთან თუნდაც მცირე ნაკაწრიც კი შესაძლოა დაავადების მიზეზად იქცეს. ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ – ტუჩსაცხი მისი გახსნიდან მაქსიმუმ 6 თვეში მოიშოროთ.
  10. პლასტმასის საჭრელი დაფები: პროდუქტის პლასტმასის დაფებზე დაჭრა შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, მისი გამოყენების შემდეგ, მის ზედაპირზე დანის ნაკვალევი რჩება. როგორც კი ამ ადგილებში ბაქტერიები მოხვდება – ისინი მაშინვე იწყებენ ზრდასა და გამრავლებას. ამისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ხის დაფებზე გადასვლაა რადგან ხე ისეთ ფისს შეიცავს, რომელიც ბუნებრივად ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობულია.
  11. სმარტ- მოწყობილობები: რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ტელეფონი უნდა გადააგდოთ, უბრალოდ დრო და დრო მის გარეშე უნდა სცადოთ ყოფნა. ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინფორმაციით გადატვირთვა დეპრესიას და შფოთვას იწვევს. მეცნიერები გვირჩევენ ტელეფონი ან პლანშეტი კვირაში რამდენჯერმე რამდენიმე საათით გადავდოთ, რათა ტვინს დასვენების საშუალება მივცეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს