ნებისმიერი კბილის ტკივილი, სტომატოლოგთან წასვლის მზიეზია. პაციენტებს ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა და დაცდა სჭირდებათ. ეს სტატია კბილის ტკივილის შემცირებაში ან მის სრულად მოშორებაში დაგეხმარებათ.
- ცივი კომპრესი-ცივი ან გაყინული პაკეტის სახეზე მიდებამ შესაძლოა ტკივილის შეგრძნება გაგინელოთ ან ტვინის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. უბრალოდ აჯობებს თუ პაკეტს რაიმე ნაჭერში გადაახვევთ, რათა კანი არ დაიზიანოთ.
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები-იბუპროფენი დაგიცხრობთ შეშუპებას და მოგიხსნით ყრუ ტკივილს. მისი მიღება რამდენიმე საათში ერთხელ შეგიძლიათ რათა შეშუპება და ტკივილი არ დაბრუნდეს. ასევე შეგიძლიათ აცეტამინოფენის მოხმარებაც.
- მარილიანი წყალი-დაგეხმარებათ ინფექციის მოშორებაში, ამსუბუქებს ტკივილს, ამცირებს ანთებას, კურნავს ნებისმიერ ჭრილობას, გამოივლეთ პირის ღრუში – თბილ წყალში გაზავებული მარილი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მარილიანი წყალი არ გადაგეყლაპოთ.
- „ცხელი პაკეტი“-ასეთი პაკეტის სახლის პირობებში გაკეთება ძალიან იოლია! აიღეთ სუფთა წინდა, ჩაყარეთ მასში ბრინჯი, შეკარით და მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად შედეთ. მისი სახეზე მიდება ტკივილისგან გაგათავისუფლებთ.
- წერტილოვანი მასაჟი-ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ტანზე არსებობს წერტილები რომლებც დისკომფორტისგან გვათავისუფლებს. ამიტომ შეისწავლეთ ინფორმაცია ამ წერტილების შესახებ და სახეზე წერტილოვანი მასაჟი ჩაიტარეთ. ის კბილის ტკივილს შეგიმცირებთ, რადგან ენდორფინები გამოყოფას დაიწყებენ და ეს ტკივილისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
- პიტნიანი ჩაი-პიტნიანი პაკეტები აბუჟებენ იმ ადგილებს სადაც მათ იდებენ. ეს პაკეტები შეგიძლიათ თბილიც დაიდოთ და ცივიც. აირჩიეთ თქვენთვის უფრო ეფექტური მეთოდი.
- ნიორი-უძველესი დროიდან ნიორი თავისი სამკურნალო თვისებებით არის ცნობილი. ის ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ამიტომ მისი გამოყენება ტკივილგამაყუჩებლადაც შეიძლება. დანაყეთ ის ფაფის კონსისტენციამდე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.
- გუავას ფოთლები-გუავა ასევე ანთების საწინააღმდეგო საშუალებადაც არის ცნობილი, რომელიც ამცირებს ტკივილს და ანადგურებს ბაქტერიებს. შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ მისი ფოთლები ან დაჭრათ და მოხარშოთ, შემდეგ კი ნახარში გამოივლოთ.
- მიხაკის ზეთი-მიხაკი უკვე დიდი ხანია რაც ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებად არის ცნობილი. ის ანტისეპტიკური და დასაბუჟებელი საშუალებაა. უბრალოდ დაასხით ზეთი სუფთა ტამპონს და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. თუ სუფთა ზეთი თქვენთვის ზედმეტად მძაფრია მაშინ – წყალში გააზავეთ.
- ბეგქონდარა-მას ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისება აქვს. შესანიშნავად ხსნის კბილის ტკივილს. დააწვეთეთ ის ბამბის ტამპონზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ასევე შესაძლებელია პირში გამოსავლები ნაყენის გაკეთებაც. ჩააწვეთეთ ბეგქონდარას რამდენიმე წვეთი ჭიქა წყალში და გამოივლეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს