მარცხენა ხელის ნეკა თითზე ერთი ზემოქმედებით შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. ეს ძველმა მკურნალებმა იცოდნენ! მათი პრაქტიკა ნაწილობრივ ეჭვს იწვევს, ნაწილობრივ მივიწყებულია. სამწუხაროდ! რადგან მეთოდი ნამდვილად საინტერესოა, რაც მთავარია, ბევრ შემთხვევაში საკუთარ თავს ამართლებს.
მასაჟი მადის დასაქვეითებლად
ამ მიზნით ჭამის წინ ნეკა თითის ზედა ნაწილი (წვერი) უნდა დაიმასაჟოთ. კაცებისა და ქალებისთვის განსხვავება არსებობს:
- კაცი: 12 საათამდე საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაიმასაჟეთ, შუადღის შემდეგ საათის ისრის მიმართულებით;
- ქალი: 12 საათამდე საათის ისრის მიმართულებით, ხოლო შუადღის შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაიმასაჟეთ;
ძველი მკურნალები სხეულის წერტილებზე სამუშაოდ სხვადასხვა სამასაჟო ტექნიკას იყენებდნენ. ეს იყო მსუბუქი დაზელვა, ზეწოლა, ნემსების გამოყენება. მსგავსი ტექნიკის დახმარებით მთელ ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებს კურნავდნენ.
მასაჟი ღვიძლის დაავადების დროს
ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ნეკა თითი არ გამოიყენება. ჩინელი მკურნალები ღვიძლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჩვენებელ თითს იყენებენ, მას „ღვიძლის თითებს“ უწოდებენ. ამისთვის ხელისგული გაშალეთ, თითები ძალით გაჭიმეთ და საჩვენებელი თითის მოხრა სცადეთ.
- თუ შეძელით და დანარჩენი თითები საჩვენებელ თითთან ერთად არ მოიხარა, მაშინ ღვიძლის მუშაობა ნორმაშია.
- თუ ყველა თითი მოიხარა, ღვიძლს გაძლიერება სჭირდება. ამისთვის საჩვენებელი თითი დღეში რამდენჯერმე, 2-3 წუთით დაიმასაჟეთ.
- მასაჟი სურდოს დროს: სურდოს დროს მარცხენა ხელის ცერა თითზე მტკივნეული წერტილი უნდა იპოვოთ – ზედა ფალანგის შუა ნაწილი. მასზე წიწიბურას მარცვალი ან ბარდის მარცვალი პლასტირით დაამაგრეთ. პერიოდულად ამ მარცვალს დააჭირეთ. სურდო სწრაფად გაქრება. ასეთი მეთოდი შეგიძლიათ სურდო-ვირუსული დაავადებების დროს პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ.
- მასაჟი მტკივნეული მუხლების დროს: მუხლების პრობლემის დროს (ტკივილის ან ცუდად მოხრის დროს), განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ნეკა თითის და შუა თითის შუა სახსრები უნდა დაიმასაჟოთ. ეს თითის სახსრები მუხლების წერტილებს წარმოადგენენ, ამასთან ნეკა თითი მარჯვენა მუხლს, ხოლო შუა თითი მარცხენა მუხლს შეესაბამება. მუხლის სხვადასხვა დაავადებების დროს შუა და/ან ნეკა თითებზე მარცვალი (როგორიცაა სტაფილო, წითელი წიწაკა ან პომიდორი) პლასტირის დახმარებით დაიმაგრეთ.
- ხელის წერტილოვანი მასაჟი დაღლილობის დროს: ძლიერი გონებრივი დატვირთვის, ხშირი სტრესის, ძლიერი დაღლილობის დროს დაძაბულობის მოხსნას და მოდუნებას ხელის წერტილოვანი მასაჟით შეძლებთ. მასაჟი შეგიძლიათ როგორც სახლში, ასევე გზაში ყოფნის დროს გაიკეთოთ. დროს არ წაგართმევთ, მაგრამ ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.თქვენ მარცხენა ხელის ნეკა თითი და მარჯვენა ხელის ცერა თითი უნდა დაიმასაჟოთ. ფრჩხილების ფალანგით უნდა დაიწყოთ და ნელ-ნელა მთელი თითი დაიმასაჟეთ.ხელის ცერა თითები მორიგეობით დაიმასაჟეთ. ტექნიკა წინა მეთოდის მსგავსია. ფრჩხილიდან დაიწყეთ და მთელი თითი დაიმასაჟეთ.
მსგავსი მეთოდები შეგიძლიათ სხვადასხვა ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. ოღონდ შესაბამისი წერტილი უნდა იპოვოთ.