წყალი დარიჩინთან ერთად: ახალი დიეტური სასმელის 5 უპირატესობა

1806

წყალი დარიჩინთან ერთად ახალი დიეტური სასმელია, რომელიც სხეულის ლამაზი ფორმების მიღწევაში დაგეხმარებათ. რატომ არის სასარგებლო? ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არა მხოლოდ კანის, არამედ მთელი ორგანიზმის დატენიანება აუცილებელია. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ყოველდღე საკმარისი რაოდენობის წყალი დავლიოთ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც „სუფთა“ წყლის დალევა არ შეუძლიათ. ამ დროს შეგიძლიათ სხვა ალტერნატივა განიხილოთ.

სითხის ხშირი მიღება ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ბრტყელი მუცლის უზრუნველყოფას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, თუ უშაქრო სასმელზე ან ნაყენზე ვსაუბრობთ, რომელთაც სამკურნალო თვისებები გააჩნია! ძალიან ბევრი ადამიანი თავის დილას ლიმონიანი, თბილი წყლით იწყებს, ზოგი „სასის“ წყალს ან კაიენის წიწაკის სასმელს სვამს. დღეს დიეტური სასმელების რიგი დარიჩინს წყალმა შეავსო, რომელიც ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.

წყალი დარიჩინთან ერთად:

  • 4 ჩხირი დარიჩინი
  • 1 გრაფინი წყალი

დარიჩინის ჩხირები წყლით სავსე გრაფინში ჩადეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს დარიჩინის წყალი ინტენსიურ გემოს შეიძენს და მოსახმარებლად მზად იქნება. შეგიძლიათ ვაშლის ან მსხლის ნაჭერი დაუმატოთ. სამსახურში და სავარჯიშოდ თამამად წაიღეთ.როგორც ცნობილია, დარიჩინს დესერტსა და ყავაში ხშირად იყენებენ. ნახეთ გამაჯანსაღებელი სასმელი ორგანიზმისთვის რა უპირატესობებს ფლობს.

  • ნივთიერებათა ცვლას აჩქარება: დარიჩინი სანელებელია, რომელიც ორგანიზმს ახურებს. ამის წყალობით კუჭი საჭმელს სწრაფად ინელებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება.
  • მადას ამცირებს: წყალი დარიჩინთან ერთად კალორიას არ შეიცავს, თუმცა საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს (თუ ამ სანელებლის მოყვარული ხართ). სანელებელი არა მხოლოდ მადას აქვეითებს, არამედ ტკბილეულისკენ ლტოლვას შეამცირებს.
  • სისხლში შაქრის დონეს ამცირებს: დარიჩინს ყავას და გამომცხვარ პროდუქტებზე უმატებენ, რომ „ჯანსაღი“ დამატკბობლის დახმარებით გემო შემატონ. სისხლში გლუკოზის დონეს ამცირებს და ამით მოულოდნელად რაღაც ტკბილეულის ჭამის სურვილი მინიმუმამდე დაყავს.
  • მინერალებით მდიდარია: წყალი დარიჩინთან ერთად ანტიოქსიდანტების და მინერალების წყაროა. მანგანუმს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და რკინას შეიცავს. სამსახურში ყოფნის დროს შეგიძლიათ ამ სასმელის „მომსახურებით“ ისარგებლოთ, რომ კონცენტრირება გაზარდოთ. ვარჯიშის დროს სასმელი ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს.
  • ორგანიზმს აძლიერებს: დარიჩინი, როგორც კოჭა ორგანიზმზე გამაჯანსაღებელ მოქმედებას ფლობს. ის ბუნებრივი გამაძლიერებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. სწორედ ამიტომ, ზამთარში ეს სანელებელი კერძებს და სასმელებს დაუმატეთ. ასე იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ. წყალი დარიჩინთან ერთად შეგიძლიათ მთელი წელი დალიოთ. წინასწარ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ. როგორც იცით, თითოეული ადამიანი უნიკალურია და მისი ორგანიზმი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.