ეს ჩემი საყვარელი საშუალებაა. კვირაში რამდენჯერმე გამოყენებით გასაოცარ ეფექტს იგრძნობთ. გაუხეშებული კანიც კი მიშვებული ფორმის ცელულიტით მასზე შესანიშნავად რეაგირებს!დაფქული ყავით სხეულის სკრაბირება ძალიან გავრცელებული და სულ ტყუილად არა. სკრაბი პრობლემურ ზონაში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რის გამოც კანი გასაოცრად გარდაისახება. თუ ამ საშუალებას რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტს დაუმატებთ, ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. შხაპის მიღების დროს კანის მოვლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
ყავის სკრაბი ამ 2 რეცეპტით მოამზადეთ. შედეგად მიიღებთ კანს, რომელიც ნაზი შეხებისთვის მზად იქნება.
ყავის სკრაბი ზღვის მარილით
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ დაფქული ყავა
- 3 ს/კ ზღვის მარილი
- რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაორთქლილ კანზე წაისვით. პრობლემური ადგილი სკრაბის დახმარებით რამდენიმე წუთით დაიმასაჟეთ. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ – განახლებულ კანში სწრაფად შეიწოვება და კარგად დაარბილებს.
მწველი ყავის სკრაბი
ინგრედიენტები:
- 10 ს/კ დაფქული ყავა
- 2 ს/კ დარიჩინი
- 1 ს/კ წიწაკის ნაყენი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
წიწაკის ნაყენი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. ამ ინგრედიენტის წყალობით თქვენი კანი წამიერად გათანაბრდება. არანაირი გაუხეშებული ადგილი და სიმრგვალე არ დარჩება. დარიჩინი კანის ზედაპირს გააუმჯობესებს, ზეითუნის ზეთი კი გაღიზიანების წარმოქმნას აფერხებს.სკრაბის ყველა ინგრედიენტი აურიეთ და წინასწარ დაბანილ კანზე წაისვით. რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ოდნავ კანის წვას იგრძნობთ, არ ინერვიულოთ – ეს იმას ნიშნავს, რომ წიწაკა ეფექტურად მუშაობს! კვირაში მხოლოდ 3-ჯერ ასეთი ზემოქმედება და თქვენ იდეალური კანი გექნებათ.