დოქტორი მიასნიკოვის მტკიცებით ჩაისა და ყავაის მიღებაში საზიანო არაფერია

1064

ბოლო დროს ჩაისა და ყავის მავნებლობაზე ბევრს ლაპარაკობენ, მე მაგალითად დიდი ხანია თავი დავანებე ჩაის ყოვედღიურ მოხმარებას და მას მხოლოდ კვირაში ერთხელ ვსვამ. ამბობენ, რომ ჩაის პაკეტები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ რადგან მათში არსებული ჩაის ხარისხის შესწავლა და შემოწმება შეუძლებელია.

ჩაიზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი ჩინელი ბლოგერების გამოქვეყნებული სტატიები გახდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩინელები ჩაის ყოვედღე სულაც არ მიირთმევენ. ისინი თერმოსს ატარებენ მდუღარე წყლით და მას პატარა დოზებით სვამენ. ხოლო ჩაი მათთვის შამპანურივითაა – მხოლოდ დღესასწაულებზე სვამენ.
ექიმ მიასნიკოვს დაუსვეს კითხვა, ნამდვიალდ ვნებს თუ არა ჯანმრთელობას მაგარი ჩაის მიღება?! და მართალია თუ არა რომ ჩაი, ორგანიზმიდან კალცსა და მიკროელემენტებს გამოდევნის? ექიმმა მიასნიკოვმა აგვიხსნა შემდეგი რამ:

ჩაის მავნედ მასში შემავალი კოფეინის გამო თვლიან, ზოგიერთ სახეობაში ის მეტიც კია ვიდრე ყავაში. მაგრამ კოფეინი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა მხოლოდ ზომიერად მიღების შემთხვევაში.

არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი ვიტამინი ნორმის ფარგლებში სასარგებლოა, გადაჭარბებულად მიღების შემთხვევაში კი ორგანიზმისთვის არა მარტო მავნებელია არამედ საფრთხის შემცველიც შეიძლება გახდეს! ექიმი მიასნიკოვი თვლის, რომ დღეში 3-4 ჭიქა ყავის მიღება დღეში ნორმას წარმოადგენს.

რაც შეეხება ჩაის, ისევე როგორც ყავა – ისიც სასარგებლოა! ის გვიცავს ღვიძლის დაავადებებისგან, მან აღნიშნა, რომ ჩაის მიღება იცავს ღვიძლს დაავადების ცეროზსა და კიბოში გადაზრდისგან.

მისივე სიტყვებით, ჩაი დაგვიცავს მიოკარდი ინფარქტისაგან, განსაკუთრებით მწვანე ჩაია სასარგებლო ონკოლოგიის ზოგიერთი სახეობებისა და თუნდაც პროსტატის დაავდებისას. ბოლო დროს ჩაისგან საკმაოდ ეფექტური, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის დამზადებაც ისწავლეს.

ასევე აღმოჩნდა, რომ ჩაი და ყავა სულაც არ გამოდევნიან კალცს ორგანიზმიდან. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, მეცნიერები ამ მითის რეალურობას აქტიურად უარყოფენ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს