- გვირილის ჩაი-ადუნებს და აწყნარებს ნერვებს, ებრძვის უძილობას, პანიკასა და შფოთვით მდგმარეობას. დამამშვიდებელი მოქმედება მასში აპიგენინის მაღალი შემცველობით აიხსნება. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.გარდა ამისა, გვირილის ჩაი შეუცვლელია იმ ადამიანებისთვის რომლებიც თავის ტკივილებითა და შაკიკით იტანჯებიან.
- ვაშლის ჩაი დარიჩინით-დაგეხმარებათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მოშორებაში, ძილის დარღვევის, ბრაზის შემოტევებისა და გაღიზიანების დროს, ასევე მოგიხსნით თავის ტკივილებსა და აპათიას.ვაშლის ნაყოფისა და დარიჩინის ჩაი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, ხსნის დაღლას და აღადგენს ძალებს გადატანილი სტრესის შემდეგ.
- მელისას ჩაი-ეს ჩაი შესანიშნავად უმკლავდება გაღიზიანებას, სისუსტეს, უძილობას და დეპრესიას.თუმცა გაითვალისწინეთ: მელისას ჩაის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება რადგან მისი გამოყენება წნევას დაბლა წევს!!!
- პიტნის ჩაი-დაგეხმარებათ მოდუნდეთ, დაიმშვიდოთ ნერვები, შეებრძოლოთ სტრესს, მოიხსნათ დაძაბულობა და გათავისუფლდეთ ტკივილისგან, იგულისხმება როგორც ფიზიკური ასევე მორალური ტკივილიც. ექსპერტების სიტყვებით, მისი მოსადუნებელი და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მენთოლით, რომელსაც პიტნა შეიცავს.
გაითვალისწინეთ: პიტნის ჩაის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ქალებში მან შეიძლება გინეკოლოგიური, აცებში კი პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. - კოჭას ჩაი-ამაღლებს ორგანიზმის სტრესის მიმართ მდგრადობას, შეიცავს С, В1, В2 და А ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ამაღლებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და გაციებისგან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს